ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ბელგოროვკაში რუსეთის მიერ სკოლის შენობაზე განხორციელებული საჰაერო დარტყმის შედეგად სულ მცირე 62 ადამიანი დაიღუპა

ნახვები: 494 ბელგოროვკაში რუსეთის მიერ სკოლის შენობაზე განხორციელებული საჰაერო დარტყმის შედეგად სულ მცირე 62 ადამიანი დაიღუპა

ლუგანსკის სამხედრო ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, სოფელ ბელგოროვკაში რუსეთის მიერ სკოლის შენობაზე განხორციელებულ საჰაერო დარტყმას სულ მცირე 62 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სერგეი გაიდაის თქმით, რუსეთმა ლუგანსკის რაიონის სოფელ ბელგოროვკაში მდებარე სკოლის შენობაზე დარტყმა გუშინ საღამოს განახორციელა, სადაც 90-ზე მეტი ადამიანი აფარებდა თავს.


მისი თქმით, სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ნანგრევებიდან 30 ადამიანის გამოყვანა მოხერხდა, ხოლო დარჩენილი 62 პირი სავარაუდოდ გარდაცვლილია.

„სავარაუდოდ, შენობების ნანგრევებში დარჩენილი 60-ვე ადამიანი დაიღუპა. ეს არის „რუსული სამყაროს“ ნამდვილი სისასტიკე: სკოლის ცინიკური დაბომბვა, რომელიც თავშესაფარია, ბავშვების მკვლელობა პრივოლიეში. რუსებისთვის სულ ერთია, ვის მოკლავენ. არ შეუძლია სამხედროს მოკვლა – დაუცველ ბავშვს მოკლავს”, – წერს გაიდაი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა