მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

სამოქალაქო პირები "აზოვსტალიდან" ფაქტობრივად გამოვიყვანეთ, ვემზადებით მეორე ეტაპისთვის -ზელენსკი

ნახვები: 435 სამოქალაქო პირები "აზოვსტალიდან" ფაქტობრივად გამოვიყვანეთ, ვემზადებით მეორე ეტაპისთვის -ზელენსკი

"აზოვსტალიდან" მოქალაქეების ევაკუაციის პირველი ეტაპი დასრულებულია. ახლა მუშაობა იწყება მეორე ეტაპზე, რომლის ფარგლებში დაჭრილებისა და სამედიცინო პერსონალის გამოყვანა იგეგმება. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ადასტურებს. 

ვოლოდიმირ ზელენსკი იმედს იტოვებს, რომ ახალი კორიდორების გახსნის შესახებ შეთანხმება ტყუილი არ აღმოჩნდება. აქვე აღნიშნავს, რომ მუშაობა გრძელდება სამხედროების გამოყვანის საკითხზეც, რაც ყველაზე რთული ნაწილია. ევაკუაციის პირველი ნაწილის ფარგლებში ოკუპანტების მიერ ბლოკირებული აზოვსტალის ქარხნიდან 300-ზე მეტი ადამიანის, ძირითადად ქალებისა და ბავშვების გამოყვანა მოხერხდა.

"300-ზე მეტი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა - ქალების და ბავშვების. სამოქალაქო პირები "აზოვსტალიდან" ფაქტობრივად, გამოვიყვანეთ. ახლა ვემზადებით საევაკუაციო მისიის მეორე ეტაპისთვის – დაჭრილებისა და ექიმების გამოსაყვანად. რა თქმა უნდა, ყველაფერი შეთანხმების მიხედვით თუ იქნება და თუ არ იქნება ტყუილი. დარწმუნებული ვარ, ყველას ესმის შექმნილი სირთულის მიზეზი, მაგრამ იმედს არ ვკარგავთ, არ ვჩერდებით. გასულ ღამეს რუსებმა რაკეტა გაუშვეს ხარკოვის მუზეუმის გასანადგურებლად.

მუზეუმები, ქრისტიანული დამოკიდებულება ცხოვრებისადმი და თვითშემეცნება, როგორც ჩანს, საშინელ საფრთხეს წარმოადგენს თანამედროვე რუსეთისთვის. დღეს დამპყრობლებმა რაკეტები ესროლეს ოდესას, ქალაქს, სადაც თითქმის ყველა ქუჩას აქვს რაღაც დასამახსოვრებელი, რაღაც ისტორიული, მაგრამ რუსული არმიისთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. ისინი მხოლოდ კლავენ და ანადგურებენ," - განაცხადა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა