ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროპა არის ოცნება, რომელიც ტრაგედიიდან იშვა

ნახვები: 494 ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროპა არის ოცნება, რომელიც ტრაგედიიდან იშვა

ევროპა არის ოცნება, რომელიც ტრაგედიიდან იშვა, – ეს განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპის დღის აღსანიშნავად გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

გერმანელმა პოლიტიკოსმა თავისი გამოსვლა ევროპარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დევიდ სასოლის სიტყვებით დაიწყო, რომ დემოკრატია კვლავაც მოდაშია და ის უნდა განახლდეს, რათა კვლავ შეძლოს ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესება.

„ევროპა არის ოცნება, რომელიც ტრაგედიიდან იშვა. მაგრამ დღეს ეს ოცნება არა მხოლოდ ამ ისტორიულ დარბაზში ანათებს, არამედ ის კაშკაშებს კიევში, ოდესაში, პოლტავაში, მარიუპოლსა და მიკოლაევში მცხოვრები ადამიანების გულებში. ეს ოცნება ყველაზე მეტად კაშკაშებს იმ ოჯახებისა და ახალგაზრდა ადამიანების სიმამაცეში, რომლებიც მეტროებსა და მიწისქვეშა თავშესაფრებში არიან. მათში, ვინც გლოვობს ბუჩაში ჩადენილ უგუნურ დანაშაულებებს, ასევე ირპენში და ყველა უკრაინულ სოფელსა და ქალაქში, რომელსაც თავს ომი დაატყდა. ეს ოცნება ანათებს იმ ახალგაზრდა უკრაინლებში, ვინც ევროპაში თავშესაფარი იპოვა – სახლი სამშობლოდან შორს. ეს ხალხი მზადაა, იბრძოლოს და მოკვდეს საკუთარი მომავლისთვის და ევროპის ოცნებისთვის. ეს ოცნება ყოველთვის იყო, და უნდა დარჩეს. ჩემი გზავნილი უკრაინელებისთვის შემდეგია, ევროპის მომავალი თქვენი მომავალია. ჩვენი დემოკრატიის მომავალი, თქვენი დემოკრატიის მომავალია“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა