ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ჩვენ არ ვეომებით რუსეთს, ვიბრძვით უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნებისთვის-ემანუელ მაკრონი

ნახვები: 482 ჩვენ არ ვეომებით რუსეთს, ვიბრძვით უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნებისთვის-ემანუელ მაკრონი

ჩვენ არ ვეომებით რუსეთს, ჩვენ ვიბრძვით უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნებისთვის, რომ ჩვენს კონტინენტზე მშვიდობა დაბრუნდეს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ევროპარლამენტში, ევროპის დღის აღსანიშნავად გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას. მხარს ვუჭერთ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და ყველა უკრაინელს. რა არის ჩვენი მიზანი, რუსეთის ცალმხრივ გადაწყვეტილებაზე საპასუხოდ, რომელიც უკრაინაში შეიჭრა და აგრესია განახორციელა უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ? ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, რათა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინა გადარჩება და რუსეთი ვერასდროს გაიმარჯვებს. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მშვიდობა ევროპის კონტინენტის დანარჩენ ნაწილში და თავიდან ავიცილოთ შემდგომი ესკალაცია.

ამ ომის დასასრულებლად ჩვენ უპრეცედენტო სანქციები მივიღეთ. ეს სანქციები გაურთულებს ომის დაფინანსებას რუსეთს. უკრაინის მხარდასაჭერად მოვახდინეთ სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარების მობილიზაცია. ჩვენ ეს ძალისხმევა უნდა გავაძლიეროთ. სამართლის აღსრულებისთვის ვიბრძოლებთ, რომ უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებებში ბრალდებული დაუსჯელები არ დარჩნენ. თუმცა, ჩვენ არ ვეომებით რუსეთს, ვიბრძვით უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნებისთვის, რომ ჩვენს კონტინენტზე მშვიდობა დაბრუნდეს. მხოლოდ უკრაინელების გადასაწყვეტია, რას წარადგენენ რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდაზე. ჩვენი მიზანია, ვიდგეთ უკრაინის გვერდით, რათა ცეცხლის შეწყვეტას მივაღწიოთ და მშვიდობამ დაისადგუროს. შემდეგ ჩვენ დავეხმარებით უკრაინას აღდგენაში“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა