ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება

მიხეილ სააკაშვილთან შვიდი თვის განმავლობაში 800 ვიზიტორი და ამდენი ექიმის მეთვალყურეობა რატომ მიიჩნევა წამებად-დიმიტრი ხუნდაძე

ნახვები: 471 მიხეილ სააკაშვილთან შვიდი თვის განმავლობაში 800 ვიზიტორი და ამდენი ექიმის მეთვალყურეობა რატომ მიიჩნევა წამებად-დიმიტრი ხუნდაძე

მიხეილ სააკაშვილთან შვიდი თვის განმავლობაში 800 ვიზიტორი და ამდენი ექიმის მეთვალყურეობა რატომ მიიჩნევა წამებად, – აღნიშნავს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე.

„2012 წელს მიშამ ხელკეტებისა და ტერორის ფონზე ვითომ მშვიდობიანად გადააბარა ხელისუფლება და ქვეყანას და საზოგადოებას სიმშვიდეს სწორედ იმ დღიდან არ აძლევს. ხელისუფლება კლავსო და ციხეში საშინელი წამებისა და სტრესის ქვეშ არისო. შვიდი თვის განმავლობაში 800 ვიზიტორი და ამდენი ექიმის მეთვალყურეობა თუ წამებად მიიჩნევა მათი მხრიდან, მაშინ ეს სხვანაირად იყო მანამდე, არაფერს ვამბობ სტრასბურგის პასუხზე ასეთ „წამებაზე“, რომელიც განხილვაშიც კი არ მიიღო“, – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ.

ხუნდაძის თქმით, დღეს, 2012 წელთან შედარებით, ციხეში მდგომარეობა რადიკალურად არის შეცვლილი.

„დღეს, ციხეს იგივე მისამართი აქვს, მაგრამ იქ მიდგომები რადიკალურად არის შეცვლილი. მაგალითად, ყოველ ხუთ დღეში სამი გვამი სტაბილურად არ გამოდის იქედან. პატიმრები ფეხზე დგომით, ხშირად ქამრებით საწოლზე ჩამოკიდებულები რიგრიგობით არ იძინებენ. მაგალითად ის, რომ შუა ოთახში  ყველას წინაშე შეურაცხმყოფელად მოსასაქმებლად არ უწევთ ამ საქმის კეთება. უფრო მეტიც, დღეს, მათ გარდა სხვა სერვისებისა „ც“ ჰეპატიტის მკურნალობასაც სთავაზობენ, რომელიც ჯერ სასჯელაღსრულების სისტემაში დაიწყო და შემდეგ სამოქალაქო სექტორში“, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ცილისწამებაა იმაზე საუბარი, რომ თითქოს იგი კლინიკას ფლობს თბილისის ერთ-ერთ უბანში.

„მინდა, ერთ ტყუილს გამოვეხმაურო, მამა მელიას ტყუილს. თუნდაც ირიბი მტკიცებულებები მაინც წარმოადგინოს იმაზე, რაზეც მან ბრალი დამდო, თითქოს სადღაც ავლაბარში, იატაკქვეშეთში თუ სარდაფში არის კლინიკა, რომელსაც მე ვფლობ. იქნებ, მისამართი, კლინიკის დასახელება ან კლინიკის ხელმძღვანელის გვარი და სახელი გააჟღეროს. იქნებ, მეც დავიკმაყოფილო ინტერესი. ამ ბოდვაზე ველოდები პასუხს ერთი პირობით, საკუთარი კუდის მოწმედ მოყვანას არ ვიყოთ. სხვა ნებისმიერ ინფორმაციას მივიღებ და ამ ინფორმაციებს ექნება შესაბამისი პასუხი“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა