ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ორ თვეში 100 000-ზე მეტმა მოქალაქემ შეიძინა თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები და 50 მილიონის ნაცვლად, 15 მილიონი ლარია გადახდილი -ზურაბ აზარაშვილი

ნახვები: 489 ორ თვეში 100 000-ზე მეტმა მოქალაქემ შეიძინა თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები და 50 მილიონის ნაცვლად, 15 მილიონი ლარია გადახდილი -ზურაბ აზარაშვილი

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის თქმით, ორ თვეში 100 000-ზე მეტმა მოქალაქემ შეიძინა თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები და 50 მილიონის ნაცვლად, 15 მილიონი ლარია გადახდილი. აზარაშვილმა ამის შესახებ პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში ისაუბრა.

„დღეს საქართველოს სააფთიაქო ქსელებში ხელმისაწვდომია თურქეთიდან იმპორტირებული 400-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი, რომელთა რაოდენობა ყოველდღიურად მზარდია. მიმდინარე წლის მარტი-აპრილის თვეებს თუ შევაჯამებთ, ამ თვეების განმავლობაში 100 000-ზე მეტმა ჩვენმა თანამოქალაქემ შეიძინა უკვე თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები და ძველი ფასებით, 50 მილიონი ლარის ნაცვლად გადაიხადა, დაახლოებით 15 მილიონი ლარი. შესაბამისად, მხოლოდ ამ ორ თვეში, სახეზე გვაქვს მნიშვნელოვანი დაზოგვა. რაც შეადგენს 35 მლნ ლარამდე თანხას“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში.

ჯანდაცვის მინისტრმა თურქეთის ფარმაცევტული ბაზრის გახსნა, მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით, ერთ-ერთ წარმატებული ნაბიჯად შეაფასა.

„მიმდინარე წლის დასაწყისში, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ჩვენ დავაანონსეთ მნიშვნელოვანი რეფორმა, ფარმაციის ბაზრის გამჭვირვალობის მიმართულებით, რაც გულისხმობდა მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, მათზე მოსახლეობის ჯიბიდან დანახარჯების შემცირებას, ასევე წამლის ხარისხის კონტროლის გაძლიერებას და მათი რაციონალური მოხმარების ხელშეწყობას. მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით ჩვენი ერთ-ერთი წარმატებული ნაბიჯია თურქული ბაზრის გახსნა და მეზობელი ქვეყნიდან იმ მედიკამენტების იმპორტი, რომელზეც მოსახლეობის დანახარჯები მნიშვნელოვნად მაღალი იყო. რეფორმის შედეგად ჩვენ უკვე ვხედავთ ხელშესახებ ცვლილებებს, რაც გამოიხატა ფასების 80%-მდე შემცირებაში. ეს კი ჩვენი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი შეღავათია. აქვე მსურს განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილო თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების ხარისხზე. სამინისტროში სპეციალურად შექმნილ ჯგუფთან ერთად, რეფორმის დაწყებამდე პირადად ვიმყოფებოდი თურქეთში, სადაც გაიმართა არაერთი შეხვედრა თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს და უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან. ჩვენ ადგილზევე გავეცანით მედიკამენტების წარმოების პროცესებს და თურქი კოლეგებისგან მივიღეთ სრულყოფილი გარანტია მედიკამენტების ხარისხთან დაკავშირებით, რომელიც აკმაყოფილებს წამლის საერთაშორისო უმაღლეს სტანდარტებს, მათ შორის GMP სტანდარტს“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, დაწყებულია მუშაობა მედიკამენტების რეფერენტული ფასების დადგენისთვის.

„ფასწარმოქმნის აღნიშნული მექანიზმი, მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია წამლის ფასების ბალანსირებისა და ფინანსური ხელმისაწვდომობისთვის. რეფერენს ფასებით ხელმძღვანელობა აპრობირებული მექანიზმია მსოფლიოს არაერთ განვითარებულ ქვეყანაში და უახლოეს თვეებშიც იქნება საქართველოში“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მინისტრის თქმით, თურქეთის ბაზრის გახსნის გარდა, წამლებზე ჯიბიდან დანახარჯების შემცირებისთვის, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ხორციელდება ქრონიკული დაავადებების სამკურნალო ყველაზე ხშირად მოხმარებადი მედიკამენტების დაფინანსება. პროგრამის ბიუჯეტმა 2021 წელს 24 მლნ ლარს გადააჭარბა. მისივე თქმით, საჭიროებების სრულად დაკმაყოფილებისთვის იგეგმება ქრონიკული დაავადებების მედიკამენტების პროგრამის კიდევ მეტად გაფართოება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა