მარტა კოსი: ევროკავშირში არ არსებობს საკმარისი მხარდაჭერა ივანიშვილის, კობახიძისა და პაპუაშვილის სანქცირებისთვის
ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა

ილია დარჩიაშვილმა ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის მინისტერიალის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

ნახვები: 455 ილია დარჩიაშვილმა ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის მინისტერიალის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა სიტყვით მიმართა ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის მინისტერიალის მონაწილეებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოსვლაში დარჩიაშვილმა ყურადღება გაამახვილა წლების განმავლობაში საქართველოს აქტიურ ჩართულობასა და მონაწილეობაზე გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ასევე საქართველოს მხრიდან უშუალოდ კოალიციის საქმიანობაში ჩართულობასა და მხარდაჭერაზე. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ევროპის კონტინენტსა და მსოფლიოში უსაფრთხოების გამოწვევების მიუხედავად, საერთაშორისო თანამეგობრობისთვის კვლავ უმთავრეს პრიორიტეტად რჩება ტერორიზმსა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლა. ამ მხრივ, მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ ქმედებებზე ტერორიზმის საფრთხეების პრევენციის მიმართულებით, მათ შორის სახელმწიფოს მიერ 2022-2026 წლებში კონტრტერორისტული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცებაზე, რომელიც მრავალმხრივი ჩართულობით იქნა შემუშავებული; ასევე ტერორიზმის წინაღმდეგ ეფექტიანობის გაზრდის მიზნით განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებსა და სამართალდამცავი და უსაფრთხოების სტრუქტურების ეფექტიან საქმიანობაზე.

მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას ილია დარჩიაშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და ადგილზე არსებულ ვითარებაზე, რომელიც წარმოადგენს უსაფრთხოების თვალსაზრისით გამოწვევას, მათ შორის ადგილზე საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის გამო. მინისტრიალზე სიტყვით გამოსვლისას მან კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა, პარტნიორებთან კოორდინაციით მომავალშიც შეიტანოს საკუთარი წვლილი მსოფლიოში მშვიდობის უზრუნველყოფის პროცესში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა