ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

გაერო-ს ადამიანის უფლებათა ევროპულმა საბჭომ უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულებების გამოძიების დაწყების შესახებ რეზოლუცია მიიღო

ნახვები: 483 გაერო-ს ადამიანის უფლებათა ევროპულმა საბჭომ უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულებების გამოძიების დაწყების შესახებ რეზოლუცია მიიღო

გაერო-ს ადამიანის უფლებათა ევროპულმა საბჭომ უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებების გამოძიების დაწყების შესახებ რეზოლუცია მიიღო. გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა დიდი უმრავლესობით მიიღეს.

გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, რეზოლუციას მხარი დაუჭირა 33-მა ქვეყანამ, 12-მა თავი შეიკავა. ჩინეთი და ერითრეა აღმოჩნდა ის ორი ქვეყანა, რომლებმაც დოკუმენტის წინააღმდეგ მისცეს ხმა.

ჩინეთის წარმომადგენელმა დოკუმენტს პოლიტიზებული უწოდა და განაცხადა, რომ ეს რეზოლუცია უკრაინაში დაძაბულობას ამწვავებს და „ცეცხლზე ნავთს ასხამს“.

ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, საქმე ეხება იმ დანაშაულებებს, რომლებიც სავარაუდოდ რუსმა სამხედროებმა ჩაიდინეს უკრაინაში წამოწყებული ომის პირველ დღეებში, მათ შორის კიევთან ახლოს მდებარე ქალაქებსა და სხვა რეგიონებში.

საბჭოს წევრებს ვიდეოხიდის საშუალებით კიევიდან მიმართა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ემინე ჯაპაროვამ. მისი თქმით, უკრაინამ სრული საშინელების 10 კვირა გადაიტანა. როგორც გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა მიშელ ბაჩელეტმა განაცხადა, ბოლო კვირების განმავლობაში კიევის ჩრდილოეთით მდებარე რაიონებში აღმოჩენილი იყო ათასობით ცხედარი. მათი ნაწილი, როგორც ვარაუდობენ, სიკვდილით დასაჯეს. რუსეთი ბრალდებას უარყოფს.

რეზოლუციის დამტკიცებას გამოეხმაურა გაერო-ში რუსეთის ელჩი. გენადი გატილოვმა დოკუმენტი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ „უკრაინაში შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის ძიების ნაცვლად, კოლექტიური დასავლეთი რუსეთის დემონიზებას ცდილობს“.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი ადამიანის უფლებათა საბჭოდან აპრილში გარიცხეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა