მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

არც პრეცედენტი არსებობს და არც კანონმდებლობა იძლევა მსჯავრდებული პატიმრის საზღვარგარეთ გაყვანის შესაძლებლობა-რატი ბრეგაძე

ნახვები: 431 არც პრეცედენტი არსებობს და არც კანონმდებლობა იძლევა მსჯავრდებული პატიმრის საზღვარგარეთ გაყვანის შესაძლებლობა-რატი ბრეგაძე

საქართველოში, და ეს არის კანონმდებლობის მოთხოვნა, მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე, – ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნის შესახებ დასმულ შეკითხვას ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

მინისტრის თქმით, ქვეყანაში არ არსებობს მსჯავრდებული პატიმრის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის პრეცედენტი.

„არც ამის პრეცედენტი არსებობს და არც კანონმდებლობა იძლევა მსჯავრდებული პატიმრის საზღვარგარეთ გაყვანის შესაძლებლობას. კიდევ ერთხელ ვამბობ, ვიმოქმედებთ ყოველთვის მკაცრად კანონმდებლობის ზედმიწევნით დაცვით და, ბუნებრივია, ექიმების რეკომენდაციის შესაბამისად… ჩვენ ციხის კარს ვერავის გავუღებთ შესაბამისი საფუძვლის გარეშე“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა