ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ოპოზიცია მუდმივად ხალხზე აზრის მანიპულირების მცდელობით არის დაკავებული-სარჯველაძე

ნახვები: 486 ოპოზიცია მუდმივად ხალხზე აზრის მანიპულირების მცდელობით არის დაკავებული-სარჯველაძე

არ შეიძლება, ჩვენი ოპოზიცია მუდმივად დაკავებული იყოს ამ ხალხზე აზრის მანიპულირების მცდელობით, ეს არ არის სწორი მიდგომა და ამის ნათელი დემონსტრირებაა ნიკა მელიას განცხადება, რომ რაღაც სცენარით მოვლენები უნდა განვითარდეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილება წმინდათა წმინდა უფლებაა ერთადერთი სუბიექტის და ეს არის ხალხი, ამომრჩეველი.

„ამომრჩეველს თავისუფალ რეჟიმში არჩევანის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს. ნებისმიერი მცდელობა, რომ ამ პროცესზე ხელოვნურად გავლენა იქონიო, ეთერში ამის თქმის უფლებას თავის თავს რომელიმე პოლიტიკოსი რომ აძლევს, ეს სასირცხვილოა. ამომრჩევლის ნება ერთადერთ წყაროა, რითაც შეიძლება ხელისუფლებები იცვლებოდეს, ხელოვნური მანიპულირება თუ სხვა პიარხერხები კატეგორიულად მიუღებელია“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა