მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილება იქნება არა ბიუროკრატიული, არამედ ძალიან პოლიტიკური-სალომე ზურაბიშვილი

ნახვები: 432 ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილება იქნება არა ბიუროკრატიული, არამედ ძალიან პოლიტიკური-სალომე ზურაბიშვილი

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილება იქნება არა ბიუროკრატიული, არამედ ძალიან პოლიტიკური, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქუთაისში, სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, უკრაინელების გმირული ბრძოლის შედეგია, რომ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ახლა სხვა განზომილებაში არიან.

„ყველამ ვიცით და ეს არის პირველი დღევანდელი მოცემულობა, რომ ეს გადაწყვეტილება, რომელიც იქნება მიღებული, იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება. ნამდვილად უკრაინელების გმირული ბრძოლის შედეგია, რომ ჩვენ, უკრაინა და მოლდოვა ვართ სხვა განზომილებაში. ეს შემდეგ სადამდე მივა და როგორ, ჯერ არ ვიცით, მაგრამ ფაქტია, გადაწყვეტილება დღეს იქნება არა ბიუროკრატიული, არამედ ძალიან პოლიტიკური“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, პრეზიდენტმა საქართველო-უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობასა და მოლოდინზე სტუდენტებთან შეხვედრისასაც ისაუბრა. მისი თქმით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე საქართველოს მიერ განაცხადის წარდგენა უკრაინელების დამსახურებაა.

„ევროპული ინტეგრაციის გზა სულ სხვანაირად გვეჩვენება დღეს. გუშინ ვამბობდით, რომ 2024 წელს განაცხადს შევიტანთ კანდიდატურაზე და ისიც ცოტა ხელოვნური მიდგომა იყო, გავაკეთოთ და ვნახოთ. რეალურად არ იყო ისეთი მომზადებული, როგორიც შეიძლებოდა, ყოფილიყო. ამის შემდეგ უნდა დავლოდებოდით რამდენიმე წელი, რათა პასუხი მიგვეღო კანდიდატურაზე. დღეს კანდიდატურაზე განაცხადი შეტანილია, ეს უკრაინელების, მათი ყოველდღიური ბრძოლის უზარმაზარი დამსახურებაა. ამისთვის ჩვენ შეგვიძლია, მხოლოდ ერთი რამ, მადლიერება გამოვთქვათ, რადგან უამისოდ ეს არ იქნებოდა, უნდა ვიცოდეთ, ვაღიაროთ და არ ჩავთვალოთ, რომ ისეთი რაღაც გავაკეთეთ, რომ უცებ გავხდით ყველაფრის ღირსნი. ეს მათი დამსახურებაა და ჩვენ ამას მივყვებით, მართლია, წლების მანძილზე ჩვენ ამისთვის ვემზადებოდით, შეიძლება, მეტად ვემზადებოდით, ვიდრე სხვა ასოცირებული ქვეყნები, მაგრამ დღეს მათი დამსახურებაა. დღეს ამ გაცხადებულ კანდიდატურაზე მივიღებთ პირველად პასუხს არა წლებში, არამედ თვეებში, მომავალ ორ თვეში. რა იქნება პასუხი, ამას ვერ გეტყვით, ესეც ნაწილობრივ ჩვენზე არის დამოკიდებული, როგორ მოვიქცევით ამ პერიოდში,რამდენად ვაჩვენებთ საქართველოს იმ სახეს, რომელიც არის, მაგრამ უნდა შევძლოთ ამის გატანა და სხვებმაც დაინახონ. რამდენად მზად ვიქნებით, ავიღოთ ნამდვილი ვალდებულებები იმის მიმართ, რაც უნდა გაკეთდეს ქვეყანაში, რომ გახდეს ევროპული იმ მიმართულებებით, როგორიცაა კანონის უზენაესობა, სასამართლო, ეკონომიკის განვითარება, ის სტანდარტები და წესები, რაც არსებობს ევროპაში და რის გამოც მოგვწონს ევროპა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა