მარტა კოსი: ევროკავშირში არ არსებობს საკმარისი მხარდაჭერა ივანიშვილის, კობახიძისა და პაპუაშვილის სანქცირებისთვის
ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა

გვარამიას დაკავების საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, ბრალდება აბსურდულია-გიორგი ვაშაძე

ნახვები: 462 გვარამიას დაკავების საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, ბრალდება აბსურდულია-გიორგი ვაშაძე

კიდევ ერთი პოლიტიკური მართლმსასჯულების წინაშე დავდექით. ნიკა გვარამიას დაკავების საქმე თავიდან-ბოლომდე პოლიტიკურად მოტივირებულია, ბრალდება აბსურდულია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა საჭიროა საზოგადოების ერთაინობაა.

„ამ პროცესის მაინც და მაინც ახლა დაჩქარება უკავშირდება იმას, რომ „ქართული ოცნება“ დასავლელ პარტნიორებთან მეტ სავაჭრო თემას იტოვებს. „ქართულ ოცნებას“ უახლოეს მომავალში კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა მოუწევს, რადგან საზოგადოება დაინახავს, რომ ისინი მთლიანად აცდნენ დასავლურ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის გზას. „ქართულ ოცნებას“ მოუწევს, პასუხები გასცეს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, მაგრამ პირველ რიგში, პასუხი უნდა გასცეს ქართულ საზოგადოებას. ხელისუფლება ნელ-ნელა იგროვებს სავაჭრო საკითხებს, რომელიც როგორც წესი, მათ უნდათ, რომ შემდგომ რაღაც დათმონ, ამ დათმობის ხარჯზე ფონს გავიდნენ და ა.შ. დღევანდელი გადაწყვეტილება მიუთითებს, რომ ყველა უნდა გავერთიანდეთ და ქვეყანა გზააცდენილი პროცესიდან დასავლური განვითარების გზაზე დავაბრუნოთ. ერთიანები და პრინციპულები უნდა ვიყოთ, საბოლოო ჯამში, გამარჯვება მოვიპოვოთ. უახლოეს ორ-სამ თვეში ბევრ საკითხს ველოდებით, რომელიც დაჩქარდება ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთაც. დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ყველა პოლიტიკური პატიმარი იქნება თავისუფალი და საქართველო დაუბრუნდება დასავლური განვითარების გზას. დღევანდელი დღე კიდევ ერთი ნათელი მაგალითია საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის და მთლიანად მსოფლიოსთვის, რომ საქართველოში დემოკრატია არ არსებობს, საქართველოში არის ფეიკდემოკრატია და ცრუ ილუზიები, ვითომ რაღაც ინსტიტუტები არსებობს, თუმცა ეს ყველაფერი მორგებულია „ქართული ოცნების“ ინტერესებს. მალე გათავისუფლდება ნიკა გვარამიაც და ყველა პოლიტპატიმარი, „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებიდან გავისტუმრებთ. მძიმე კრიზისების ორი ფაზა გახსოვთ, მესამე კრიზისულ ფაზას ვუახლოვდებით და „ქართული ოცნება“ შეეცდება, პოლიტიკური პატიმრები გამოიყენოს, როგორც ამას პირველი-ორი ფაზის დროს იყენებდა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა