მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

სისხლის დონორობასთან დაკავშირებული საკითხები ევროპული სტანდარტების შესაბამისად მოწესრიგდება

ნახვები: 429 სისხლის დონორობასთან დაკავშირებული საკითხები ევროპული სტანდარტების შესაბამისად მოწესრიგდება

თავდაცვისა და უშიშროების და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები.

მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ისაუბრა.

„კანონპროექტის მომზადება მოტივირებულია იმ გარემოებებით, რომ ქვეყანაში სისხლის უსაფრთხოების სისტემა ძირეულ განახლებას საჭიროებს. ეს ვალდებულება ასევე განსაზღვრულია საქართველოსა და ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში. მნიშვნელოვანია საკანონმდებლო გარემო, რომელიც ქვეყანაში არეგულირებს სისხლის უსაფრთხოების სისტემას შესაბამისობაში მოვიდეს ევროდირექტივებთან და საერთაშორისო სტანდარტებთან. აღსანიშნავია, რომ მოქმედი კანონი, რომელიც დღეისათვის სისხლის კომპონენტებისა და დონორობის საკითხებს, 1995 წელს არის მიღებული და ბუნებრივია, მთელი რიგი ასპექტები განახლებას და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას საჭიროებს“, – აღნიშნა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

მომხსენებლის ინფორმაციით, კანონპროექტის შედეგად, სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხის მართვის სისტემა ჩამოყალიბდება, რომელიც უზრუნველყოფს სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხის დაცვას. კანონპროექტის შედეგად, ევროპული სტანდარტების შესაბამისად, მოწესრიგდება სისხლის დონორობის უფლებასთან და პრინციპებთან დაკავშირებული საკითხები, რეციპიენტის უფლებასთან დაკავშირებული საკითხები, ჩამოყალიბდება სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების დაცვის სფეროში კომპეტენტური ორგანო.

თამარ გაბუნიას განცხადებით, სისხლის წარმოებისა და დონაციის სისტემა კომერციული ინტერესებისგან სრულად გათავისუფლება. ამისთვის სისხლის დაწესებულება მხოლოდ არასამეწარმეო, არაკომერციული პირის სტატუსით იფუნქციონირებს, მაშინ, როდესაც დღეის მდგომარეობით, ე.წ. სისხლის ბანკების უმრავლესობა კერძო დაწესებულებებია. კანონპროექტით ასევე დაინერგება უანგარო დონაციის პრაქტიკა.

„დონაცია უნდა იყოს ნებაყოფლობითი, ანაზღაურების გარეშე, ანონიმური და ეს ძირითადი პრინციპი გასდევს კანონპროექტს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მინისტრის პირველმა მოადგილემ კომიტეტის წევრებთან საკანონმდებლო პაკეტში შესატან ცვლილებებზეც ისაუბრა და მათ შეკითხვებს უპასუხა. კომიტეტის წევრების უმრავლესობამ წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა