ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

მანდატები გადავყაროთ ქუჩაში, შემდეგ ტალახში ვიგოროთ, გამოსავალი არ მგონია-პაატა მანჯგალაძე

ნახვები: 484 მანდატები გადავყაროთ ქუჩაში, შემდეგ ტალახში ვიგოროთ, გამოსავალი არ მგონია-პაატა მანჯგალაძე

ქართულ პოლიტიკაში გააზრებულ გადაწყვეტილებებს ძალიან ჭარბობს ემოციური გადაწყვეტილებების მიღება და ბევრი ასეთი გაუაზრებელი გადაწყვეტილება ვნახეთ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

როგორც პაატა მანჯგალაძემ აღნიშნა, პარლამენტის, მანდატისა და 3000-ლარიანი ხელფასის ხამი არავინ არის, თუ ეს პროცესი იქნება კომპლექსური ნაბიჯების ერთობლიობა, რომელიც ხელისუფლებას აიძულებს, რომ ვადაზე ადრე გადადგეს და ვადამდელი არჩევნები დავნიშნოთ.

„მაშინ, როცა საკონსტიტუციო ცვლილება არ არის მიღებული, უცებ, მანდატები გადავყაროთ ქუჩაში და შემდეგ ტალახში ვიგოროთ, გამოსავალი არ მგონია. ეს პროცესი გააზრებული უნდა იყოს თავისი მწყობრი ნაბიჯებით. ის ხალხი კეკლუცს უნდა მოეშვას, რომ თავად მაგარი ბიჭია – მანდატი გადააგდო და შემდეგ რას აკეთებს? იმაზე მეტს რას აკეთებს, ვიდრე ჩვენ? „ქართულ ოცნებას“ ყოველ დღე ვამხელთ“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა