მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

ვიქტორ დოლიძე - უნდა აღინიშნოს, რამდენად მნიშვნელოვანია იენს სტოლტენბერგისთვის საქართველოსთან თანამშრომლობის ინტენსივობა, რომ ჩათვალა, საქართველოს პრემიერს შეხვედროდა პირად რეზიდენციაში

ნახვები: 441 ვიქტორ დოლიძე - უნდა აღინიშნოს, რამდენად მნიშვნელოვანია იენს სტოლტენბერგისთვის საქართველოსთან თანამშრომლობის ინტენსივობა, რომ ჩათვალა, საქართველოს პრემიერს შეხვედროდა პირად რეზიდენციაში

უნდა აღინიშნოს, რამდენად მნიშვნელოვანია იენს სტოლტენბერგისთვის  საქართველოსთან თანამშრომლობის ინტენსივობა, რომ ჩათვალა, საქართველოს პრემიერს შეხვედროდა პირად რეზიდენციაში, – განაცხადა ნატო-ში საქართველოს ელჩმა, ვიქტორ დოლიძემ.

დოლიძის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია მადრიდის სამიტამდე პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იქიდან გამომდინარე, რომ პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით გავაძლიეროთ თანამშრომლობა და მისი თქმით, საქართველო კიდევ უფრო მეტ დახმარებას მიიღებს ამ თვალსაზრისით.

„ასევე აღსანიშნავია და ჩემი აზრით, ერთგვარად სიმბოლურიცაა, რომ ფინელებმა და შვედებმა დღეს გადასცეს აპლიკაცია; სულ ორი შეხვედრა ჰქონდა დღეს ნატო-ს გენერალურ მდივანს – სწორედ ამ მიზეზის გამო და ასევე, მეორე შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მიუხედავად იმისა, რომ მისი გამოჯანმრთელება ცოტა რთულად მიმდინარეობს და კოვიდის შემდგომ, რაღაც პერიოდი დასჭირდა; ალბათ კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთან მისი თანამშრომლობის ინტენსივობა და რამდენად მნიშვნელოვნად ჩათვალა, რომ შეხვედროდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს პირადად, თავის პირად რეზიდენციაში. ამიტომ, ნებისმიერი სხვა სპეკულაცია ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩემი აზრით, არ არის ყურადღებამისაქცევი“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა