მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

ვემშვიდობებით ორი ქვეყნის გამორჩეულ წარმომადგენელს, ქართველ-ამერიკელ პიანისტ ლექსო თორაძეს-აშშ-ის საელჩო

ნახვები: 436 ვემშვიდობებით ორი ქვეყნის გამორჩეულ წარმომადგენელს, ქართველ-ამერიკელ პიანისტ ლექსო თორაძეს-აშშ-ის საელჩო

მსოფლიოს მუსიკალურ სამყაროს და ყველას, ვისაც მისი შემოქმედება შეეხო, ლექსო თორაძე ძალიან დააკლდება, – ამის შესახებ აშშ-ის საელჩოს სამძიმრის ტექსტშია ნათქვამი.

„დღეს ვემშვიდობებით ჩვენი ორი ქვეყნის გამორჩეულ წარმომადგენელს, ქართველ-ამერიკელ პიანისტ ალექსანდრე, ლექსო თორაძეს. მსოფლიოს მუსიკალურ სამყაროს და ყველას, ვისაც მისი შემოქმედება შეეხო, ლექსო თორაძე ძალიან დააკლდება. ვუსამძიმრებთ ლექსოს ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და უამრავ მოსწავლეს, მათ შორის აშშ-ის ტრანსპორტირების სახელმწიფო მდივან (და პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატ) პიტ ბუტიჯეჯს, რომელიც ერთ დროს ინდიანას უნივერსიტეტში თორაძის საფორტეპიანო სტუდიაში ყოველკვირეულად სწავლობდა“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს სამძიმრის ტექსტში.

პიანისტი ლექსო თორაძე 69 წლის ასაკში 11 მაისს გარდაიცვალა. მუსიკოსი 1983 წლიდან აშშ-ში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, სადაც საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ლექსო თორაძე გუშინ საქართველოში ჩამოასვენეს. პიანისტის სამოქალაქო პანაშვიდი თბილისის კონსერვატორიაში გაიმართა. ლექსო თორაძეს დღეს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა