ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

მეუფე შიო მუჯირი - სასიხარულოა, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის გეზი მშვიდობისკენ არის მიმართული

ნახვები: 484 მეუფე შიო მუჯირი - სასიხარულოა, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის გეზი მშვიდობისკენ არის მიმართული

ძალიან სასიხარულოა, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის გეზიც სწორედ მშვიდობისკენ არის მიმართული, ეს არის ერთადერთი საწინდარი იმისა, რომ ქართველებიც ბედნიერნი იყვნენ და აფხაზებიც, ასევე ცხინვალის რეგიონში მცხოვრებნი ჩვენი ძმებიც, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას აღნიშნა.

მეუფემ წმინდა მოციქულ სვიმეონ მოშურნის ხსენების დღეს, აფხაზეთობასთან დაკავშირებით მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად სიონის საპატრიარქო ტაძარში გადაიხადა პარაკლისი, რომელსაც მრევლთან ერთად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და მთავრობის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

„თქვენო აღმატებულებავ, ბატონო აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარევ, პატიოსანო მამანო, ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს არის წმინდა მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენება. ვართ ბედნიერნი, რომ ღვთის წყალობით, საქართველოში იქადაგეს მოციქულებმა, რომელთა შორის იყო მოციქული სვიმონ კანანელიც. თქვენ იცით მისი ცხოვრება. იგი იყო თორმეტ მოციქულთაგანი, წარმოშობით – კანას გალილეადან და უფალი იესო ქრისტეს პირველი სასწაული, წყლის ღვინოდ გადაქცევა, სწორედ სვიმონ კანანელსა და მის ოჯახს უკავშირდება, იმიტომ რომ ეს სასწაული მოხდა მის ოჯახში, სვიმონის ქორწილში.

და აი, იგი ისეთი საოცარი პიროვნება გახლდათ, რომ მან შეიცნო უფალი იესო ქრისტე, როგორც მხსნელი სოფლისა, როგორც მესია, და დატოვა თავისი ოჯახი, თავისი ახლად შერთული ცოლი და შეუდგა ქრისტეს, გახდა მოციქული და შემდეგ წამოჰყვა წმინდა ანდრია პირველწოდებულს, იქადაგა დასავლეთ საქართველოში და როდესაც ანდრია მოციქული წაბრძანდა სხვა ქვეყანაში საქადაგებლად, წმინდა სვიმონ კანანელი დარჩა აფხაზეთში, ქადაგებდა აფხაზეთში და იქ მოწამებრივად აღესრულა ანაკოფიაში, სოხუმთან ახლოს, სადაც დღეს ახალი ათონის მონასტერი მდებარეობს.

შეგვეწიოს მისი მადლი. იგი გახლავთ ჩვენი მფარველი, საქართველოს დიდი მფარველი, ჩვენთვის მლოცველი და განსაკუთრებით – აფხაზეთის მფარველი.

რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ვფიქრობთ აფხაზეთზე, ვფიქრობთ ცხინვალის რეგიონზე, ვფიქრობთ იმ ტრაგედიაზე, იმ საშინელ ომზე, რომელიც ჩვენ გადავიტანეთ. ათასობით ადამიანი არის დაღუპული როგორც აფხაზი, ისე ქართველი, 300 ათასამდე ადამიანი განდევნილი, გამოძევებული თავისი მშობლიური კუთხიდან და ჩვენი სამშობლოს უმშვენიერესი მხარე, აფხაზეთი, დროებით ჩამოშორებულია.

როგორც მისი უწმინდესობა ბრძანებს, არასდროს არ უნდა ვთქვათ, რომ დაკარგულია, არამედ დროებით ვერ ვაკონტროლებთ ამ მხარეს.

და რა არის გამოსავალი, ძვირფასო ძმებო და დებო? ერთია მხოლოდ გამოსავალი – ეს არის მშვიდობა, ეს არის შერიგება, ეს არის გზა სიყვარულისა და გზა ქრისტესი, რომელიც გვიანდერძა ჩვენ სვიმონ კანანელმა. ჩვენ მშვენივრად გვესმის, რომ ეს, რა თქმა უნდა, იყო ღვთის წინაშე შეცოდების შედეგი როგორც ქართველების, ასევე აფხაზებისა და, რა თქმა უნდა, გვესმის ისიც, რომ იყო სხვა ძალებიც, რომლებიც იყვნენ დაინტერესებულნი ამ კონფლიქტის გაჩაღებაში, ამ ომის გაღვივებაში და ამიტომ გადარჩენის გზა მხოლოდ ამაშია, მშვიდობაში, სიყვარულში და იმაში, რომ შევუნდოთ ერთმანეთს, შევთხოვოთ პატიება და შევუნდოთ ერთმანეთს ღვთის წინაშე ჩვენი შეცოდებები. გვაქვს იმედი, რომ ეს ასეც მოხდება, რომ ჩვენ მოვესწრებით გამთლიანებულ საქართველოს. და ძალიან სასიხარულოა, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის გეზიც სწორედ მშვიდობისკენ არის მიმართული, ეს არის ერთადერთი საწინდარი იმისა, რომ ქართველებიც ბედნიერნი იყვნენ და აფხაზებიც, ასევე ცხინვალის რეგიონში მცხოვრებნი ჩვენი ძმებიც.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ, ღმერთმა ინებოს ჩვენი ქვეყნის გამთლიანება, გადარჩენა და გაძლიერება“,- განაცხადა მეუფე შიომ.

23 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სვიმონ კანანელის ხსენებას აღნიშნავს. მაცხოვრის მოციქულმა ქრისტიანობა დასავლეთ საქართველოში იქადაგა და მოწამეობრივად აღესრულა ანაკოფიაში. მისი განსასვენებელი სოხუმთან ახლოს, კომანში მდებარეობს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა