ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება

უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად 234 ბავშვი დაიღუპა

ნახვები: 474 უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად 234 ბავშვი დაიღუპა

უკრაინაში რუსეთის აგრესიის დაწყების შემდეგ სულ 234 ბავშვი დაიღუპა და 433-ზე მეტი დაშავდა, იუწყება უკრაინის გენერალური პროკურატურა.

„2022 წლის 24 მაისის მდგომარეობით, უკრაინაში 667-ზე მეტი ბავშვი დაზარალდა რუსეთის შეიარაღებული აგრესიის შედეგად. პროკურატურის მონაცემებით, დაიღუპა 234 ბავშვი და დაშავდა 433-ზე მეტი“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყება აზუსტებს, რომ ეს მონაცემები საბოლოო არ არის.

ამ დროისთვის ყველაზე მეტი მსხვერპლი დაფიქსირდა დონეცკის რეგიონში (146), კიევის ოლქში (116), ხარკოვის რეგიონში (103), ჩერნიგოვის რეგიონში (68), ლუგანსკის რეგიონში (50), ხერსონის რეგიონში (49), მიკოლაივის რეგიონში (45), ზაპორიჟჟიას რეგიონი (28), სუმის რეგიონი (17), ქალაქი კიევი (16) და ჟიტომირის რეგიონი (15).

რუსეთის ყოველდღიური საჰაერო და საარტილერიო დარტყმების შედეგად უკრაინაში სულ 1848 საგანმანათლებლო დაწესებულება დაზიანდა და მათგან 173 მთლიანად განადგურდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა