მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

პროკურატურის ანგარიში - 2021 წელი პროკურატურისთვის მნიშვნელოვანი წარმატებების წელი იყო

ნახვები: 438 პროკურატურის ანგარიში - 2021 წელი პროკურატურისთვის მნიშვნელოვანი წარმატებების წელი იყო

საქართველოს პროკურატურა 2021 წლის საქმიანობას მნიშვნელოვანი წარმატებების წლად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ ინსტიტუცია უახლოვდება განვითარების სტრატეგიით განსაზღვრულ მიზნებს. საგამოძიებო ორგანო საკუთარი საქმიანობის თაობაზე წლიურ ანგარიშში საუბრობს, რომელიც პარლამენტს უკვე წარუდგინა. დოკუმენტში მოიცავს ინფორმაციას სისტემისთვის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, როგორიცაა – პროკურატურის განვითარების ახალი სტრატეგია, ცალკეულ დანაშაულებზე განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკა, ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე მორგებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, საპროკურორო საქმიანობის ხარისხის ამაღლება, თანამშრომელთა პროფესიული განვითარება, საზოგადოების პროაქტიული ინფორმირება და ნდობის ამაღლება, ასევე საერთაშორისო ურთიერთობები. ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2021 წელს პროკურატურისთვის ცალკეულ დანაშაულებთან ბრძოლის თვალსაზრისით კვლავ პრიორიტეტული იყო ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახური დანაშაული, რაც აისახება მსხვერპლთა მიერ სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიმართვიანობის ზრდაში და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაღალ მაჩვენებლებში.

უწყება აცხადებს, რომ მათთვის ასევე პრიორიტეტულ მიმართულებებს წარმოადგენს – არასათანადო მოპყრობის, შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ზოგადად ტრანსნაციონალური დანაშაულების, კორუფციული დანაშაულის, ტრეფიკინგის, ორგანიზებული დანაშაულის, სქესობრივი თავისუფლების და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა.

„ამ პროცესში ეფექტიანი სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელების პარალელურად მთავარ საზრუნავს დაზარალებულთა უფლებების დაცვა და სამართალწარმოების პროცესში მათი სათანადო ჩართულობა წარმოადგენს, თუმცა ასევე, მნიშვნელოვანია ბრალდებულთა და პროცესის სხვა მონაწილეთა უფლებების დაცვა. მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ასევე სამართალწარმოების პროცესში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების სათანადოდ დაცვა“, – აღნიშნავს უწყება.

ამასთან, უწყება აღნიშნავს, რომ მათთვის სისტემის გამჭირვალობა არის მნიშვნელოვანი ფაქტორი პროკურატურის მიმართ საზოგადოების ნდობის გასამყარებლად და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები იყოს გადადგმული და 2021 წელს პროაქტიულად გავრცელებული ინფორმაციების, განცხადებების და ჩატარებული ბრიფინგების რაოდენობა უპრეცენდენტოდ მაღალი იყო.

წარმოდგენილი ანგარიში არ შეიცავს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან, სასამართლო განხილვასთან ან საქმის ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებულ საკითხებს, რაც კანონითა და რეგლამენტით არის გათვალისწინებული.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა