ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ილია დარჩიაშვილი - ნამდვილად პოზიტიური განწყობებია პარტნიორი ქვეყნებიდან, ყველა აღიარებს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალსა და ევროპულ პერსპექტივას

ნახვები: 487 ილია დარჩიაშვილი - ნამდვილად პოზიტიური განწყობებია პარტნიორი ქვეყნებიდან, ყველა აღიარებს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალსა და ევროპულ პერსპექტივას

მინდა, დაგარწმუნოთ, ყველა ორმხრივ შეხვედრებში ჩვენს პარტნიორებთან, რაც გავმართე ბოლო ერთის თვის განმავლობაში, ყველგან არის ოპტიმიზმი, ყველა აღიარებს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს, ევროპულ პერსპექტივას, ჩვენი პარტნიორები საქართველოს ევროპულ ოჯახში ხედავენ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

ილია დარჩიაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მამუკა მდინარაძის კითხვას უპასუხა. დეპუტატმა მინისტრს მიმართა, განემარტა ის მოლოდინები, რომელიც საქართველოს ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსზე აქვს.

ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებენ კონსენსუსის პრინციპით საქართველოს პარტნიორები.

„თქვენი კითხვის საპასუხოდ მინდა, გითხრათ, რომ ორმხრივ ფორმატებში გამართული ყველა შეხვედრა, რომელის გაიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროს, მინისტრის საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, არის ოპტიმიზმით სავსე. თითოეული ჩვენი პარტნიორი, რომელიც წლების განმავლობაში მხარს უჭერდა ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ევროპულ პერსპექტივას, ეს განწყობები კვლავ ადგილზეა, არსად წასულა. ეს გვაძლევს დიდ ოპტიმიზმს იმისას, რომ პარტნიორებს, როდესაც საკითხი დადგება, გადაწყვეტილების მიღების დროს, ექნებათ თავისი კონკრეტული ხმა საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებისთვის.

მინდა, დაგარწმუნოთ, ყველა ორმხრივ შეხვედრებში ჩვენს პარტნიორებთან, რაც მე გავმართე ბოლო ერთის თვის განმავლობაში, ყველგან არის ოპტიმიზმი, ყველა აღიარებს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს, ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას ჩვენი პარტნიორები ხედავენ ევროპულ ოჯახში საქართველოს. ამდენად, ეს კომპონენტი მნიშვნელოვანია, იმ გადაწყვეტილებების ფორმატში, რომელიც გაიმართება. გენერალური გადაწყვეტილება როდესაც იქნება, იქ ძალიან რთულია წინასწარ პროგნოზები. ჩემი მხრიდან ალბათ იქნება არასწორი კონკრეტული პოზიციონირება გავაკეთო ამ საკითხზე, თუმცა მინდა, დაგიდასტუროთ, რომ ნამდვილად პოზიტიური განწყობებია ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან. გარემო ძალიან რთულია, გართულებულია ზოგადად ევროპული პერსპექტივიდან რეგიონული უსაფრთხოება და ამიტომ ძალიან ბევრი საკითხი სხვა პრიზმიდან ჩანს ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან. უნდა დაველოდოთ მათ გადაწყვეტილებას. მიმდინარეობს ჩვენს კითხვარზე შესაბამისი დოკუმენტის მომზადება, რომელიც ალბათ მალე იქნება, რომელიც გადაეგზავნება საბჭოს და უკვე დადგება დრო, როცა ჩვენი პარტნიორები მიიღებენ გადაწყვეტილებას ჩვენთან მიმართებაში“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა