მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

26 მაისს, საზეიმო დღეს, როცა არ იცი რაზე უნდა ისაუბრო, ესაა პრობლემა-კობახიძე პრეზიდენტზე

ნახვები: 436 26 მაისს, საზეიმო დღეს, როცა არ იცი რაზე უნდა ისაუბრო, ესაა პრობლემა-კობახიძე პრეზიდენტზე

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ 26 მაისს პრეზიდენტის განცხადება სასამართლოსთან დაკავშირებით "სირცხვილია". მისივე თქმით, პრობლემაა, რომ პრეზიდენტმა არ იცის, რაზე უნდა ისაუბროს საზეიმო დღეს.

 

"რაც შეეხება სასამართლოსთან დაკავშირებულ განცხადება, მე მგონი, სირცხვილი სწორედ ეს განცხადება იყო, ამას ძალიან თამამად ვამბობ. ჯერ ერთი, 26 მაისს, საზეიმო დღეს როდესაც არ იცი, რაზე უნდა ისაუბრო, ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა. ამაზე უნდა მივანიშნოთ, რა თქმა უნდა, საქართველოს პრეზიდენტს, იმისათვის რომ დავიცვათ პრეზიდენტის ინსტიტუტი", - თქვა კობახიძემ.

 

დამოუკიდებლობის დღის საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა განაცხადა, რომ "სირცხვილია, რომ საქართველო სამართლის ისტორიას" სათანადოდ ვერ აგრძელებს. მან რამდენიმე მაგალითი მოიყვანა ქართული სამართლის ძეგლებიდან და თქვა, რომ "ქართული სამართლის ისტორია ბევრ ევროპულ ქვეყანას დაამშვენებდა".

 

გარდა ამისა, კობახიძე პრობლემას უწოდებს იმასაც, რომ პრეზიდენტი სასამართლო სისტემის წინააღმდეგ "უარგუმენტო კამპანიას" შეუერთდა.

 

"მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ არასწორი განცხადებით მან სცადა სასამართლო სისტემის, ინსტიტუტის რეპუტაციის დაზიანება, თუმცა სინამდვილეში დააზიანა პრეზიდენტის ინსტიტუტი. ეს არის რეალობა. ჯერ კონტექსტი უნდა იცოდე, როდის რა განცხადება უნდა გააკეთო და მეორე შინაარსში... როდესაც ოპოზიცია აკეთებს არგუმენტების გარეშე განცხადებებს ერთია, მაგრამ როდესაც პრეზიდენტი აკეთებს არგუმენტების გარეშე განცხადებებს და თავს ესხმის სახელმწიფო ინსტიტუტს, ეს არის სერიოზული პრობლემა და არის სერიოზული გადახვევა იმ როლიდან, რომელიც აქვს პრეზიდენტს, როგორც ინსტიტუტების გარანტს", - თქვა კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა