მარტა კოსი: ევროკავშირში არ არსებობს საკმარისი მხარდაჭერა ივანიშვილის, კობახიძისა და პაპუაშვილის სანქცირებისთვის
ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა

სახელმწიფოებში, რომლებსაც სურთ შემოგვიერთდნენ, ევროკავშირის ღირებულებები უნდა იყოს დანერგილი-სლოვაკეთის პრემიერი

ნახვები: 463 სახელმწიფოებში, რომლებსაც სურთ შემოგვიერთდნენ, ევროკავშირის ღირებულებები უნდა იყოს დანერგილი-სლოვაკეთის პრემიერი

ჩვენ მხარს ვუჭერთ კანდიდატის სტატუსს უკრაინისა და ასევე, სხვა ქვეყნებისთვისაც, თუმცა ფაქტია, რომ ყველა ქვეყანამ უნდა აკმაყოფილებდეს კრიტერიუმებს, – ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, ედუარდ ჰეგერმა ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ყველაფერი დამოკიდებულია წევრობის მსურველი ქვეყნების ქმედებებზე, შეასრულონ განსაზღვრული მოთხოვნები.

„რასაც ახლა უკრაინული მხარისგან ვხედავთ, ეს არის ამ კრიტერიუმების დაკმაყოფილების დიდი მცდელობა. თავის მხრივ, ევროკომისია და ევროკავშირის წევრებიც ცდილობენ, დაეხმარონ კანდიდატის მსურველ სახელმწიფოებს მოთხოვნების დაკმაყოფილებაში. ყველაფერი დამოკიდებულია წევრობის მსურველი ქვეყნების ქმედებებზე, შეასრულონ განსაზღვრული მოთხოვნები. გასათვალისწინებელია, რომ იმ სახელმწიფოებში, რომლებსაც სურთ შემოგვიერთდნენ, ევროკავშირის ღირებულებები უნდა იყოს დანერგილი, ბევრი რეფორმა უნდა იყოს გატარებული. სლოვაკეთმა წლების წინ იგივე გზა გაიარა, ბევრი გამოცდილება დავაგროვეთ და მზად ვართ იმავე პროცესის გავლაში სხვა ქვეყნებსაც დავეხმაროთ“, – განაცხადა სლოვაკეთის მთავრობის მეთაურმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა