ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება

კობახიძე: სააკაშვილს უნდა, გავიდეს ქვეყნიდან და ახალი კონტეინერით შემოვიდეს საქართველოში

ნახვები: 465 კობახიძე: სააკაშვილს უნდა, გავიდეს ქვეყნიდან და ახალი კონტეინერით შემოვიდეს საქართველოში

ირაკლი კობახიძის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას იმისთვის ითხოვენ, რომ შემდეგ კვლავ "ტრაილერით დაბრუნდეს საქართველოში". 

პროსამთავრობო ტელეკომპანია იმედის ეთერში ქართული ოცნების თავმჯდომარემ თქვა: 

"მიზანი არის ის, რომ ეს ადამიანი გავიდეს ქვეყნიდან, იქ იყოს თავისუფალ სივრცეში და მერე ალბათ, ახალი კონტეინერით თუ ტრაილერით შემოვიდეს საქართველოში, ეს არის მიზანი. არაჟნის კონტეინერებს რა დალევს, მე მგონია, რომ ამის პრობლემა მას არ ექნება. აუცილებლად ცდის ბედს. თვითონ თუ არ გადაწყვიტა, ვიღაცები გადააწყვეტინებენ". 

მისი თქმით, ასეთ დროს სახელმწიფომ "კანონის შესაბამისად უნდა იმოქმედოს, ხოლო დისკრიმინაცია პოზიტიური კუთხითაც დაუშვებელია". 

"იცით, რომ საქართველოში დაახლოებით 9 500 პატიმარია, რა თქმა უნდა არის სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი, ჯანმრთელობის სხვადასხვა მდგომარეობა და ა.შ. ყველა უზრუნველყოფილია სამედიცინო მომსახურებით, სათანადო პირობებით. განსხვავებით იმ პერიოდისგან, რომელიც თავის დროზე შექმნა მიხეილ სააკაშვილმა. ყველაფერი უზრუნველყოფილია, სამედიცინო მომსახურება, სათანადო პირობები და ა.შ. ასეთ დროს, დაუშვებელია დისკრიმინაცია თუნდაც პოზიტიური კუთხით. როდესაც ერთი პატიმარი სარგებლობს გარკვეული პირობებით, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილიც უნდა სარგებლობდეს ზუსტად იგივე პირობებით. აქ ვერავითარ დიფერენციაციას სახელმწიფო ვერ მოახდენს. ეს იქნებოდა უთანასწორო მოპყრობა და დისკრიმინაცია. ყველა პატიმარს სჭირდება თანაბარი მოპყრობა. სამედიცინო და ყველა სერვისი აქვს უზრუნველყოფილი და რა თქმა უნდა, სახელმწიფო ამ პასუხისმგებლობით იმოქმედებს". - ამბობს ირაკლი კობახიძე. 

ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 2021 წლის შემოდგომაზე დაბრუნდა. გაირკვა, რომ მან ქვეყნის საზღვარი ტრაილერით გადმოკვეთა, საქართველოში რამდენიმედღიანი ყოფნის შემდეგ კი, 1-ლ ოქტომბერს განაცხადა, რომ ბათუმშია. იმავე დღეს, საღამოს, ის თბილისში დააკავეს. 

მან დაკავების შემდეგ შიმშილობა დაიწყო, რაც 50 დღის განმავლობაში გაგრძელდა. რამდენიმე თვის შემდეგ სააკაშვილმა კვლავ იშიმშილა დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში. 

12 მაისიდან ის კლინიკა ვივამედშია გადაყვანილი. ოჯახის წევრები და ადვოკატები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა და ადეკვატური მკურნალობისთვის საზღვარგარეთ გადაყვანაა საჭირო. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა