მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

ლევან დავითაშვილი - ჩნდება ევროკავშირის ქვეყნებთან თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები

ნახვები: 435 ლევან დავითაშვილი - ჩნდება ევროკავშირის ქვეყნებთან თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები

ჩვენი თანამშრომლობა ევროკავშირთან კიდევ უფრო მაღალ ხარისხში უნდა განვავითაროთ, რათა უზრუნველვყოთ როგორც საქართველოს უსაფრთხოება, ენერგოდამოუკიდებლობა, ასევე წვლილი შევიტანოთ საერთო ევროპულ ეკონომიკურ უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ დამოუკიდებლობაში, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა GLOBSEC 2022 BRATISLAVA FORUM-ის ფარგლებში გამართული ღონისძიებების დასრულების შემდეგ მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ვიცე-პრემიერი სლოვაკეთში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში იმყოფება, რომელსაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს.

ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რაც დღეს დგას, არის მაღალი ინფლაცია, დამოკიდებულება ენერგორესურსებზე, ამა თუ იმ წყაროებზე, მათ შორის ასევე არის სასურსათო პროდუქტების სავარაუდო დეფიციტი და საქართველოს განსაკუთრებული როლი გააჩნია იმისთვის, რომ ევროპის ეკონომიკურ უსაფრთხოებაში თავისი წვლილი შეიტანოს.

„ვისაუბრეთ იმაზე, რომ დასაჩქარებელია ე.წ ეკონომიკური და ენერგეტიკული ტრანსფორმაციის პროცესი, როდესაც უფრო სწრაფად მოხდება განახლებად ენერგიასა და ამ ენერგიის წყაროებზე გადასვლა. ამ მიმართულებით, საქართველოს პოტენციალი ყოველმხრივ აღინიშნება – ჩვენს ქვეყანას აქვს განახლებადი ენერგიის წარმოების ძალიან დიდი შესაძლებლობები და ამ კუთხით საქართველოს მთავრობისთვის ეს მიმართულება პრიორიტეტულია“, – აღნიშნა მინისტრმა.

ლევან დავითაშვილის თქმით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველოში ძალიან სწრაფად მოხდეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტების განხორციელება.

„ვფიქრობ, რომ ევროკავშირის ქვეყნებთან თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები ჩნდება, რომელიც საქართველოს და ზოგადად, სამხრეთ კავკასიის რეგიონს კიდევ უფრო გააძლიერებს და კონკურენტუნარიანს გახდის იმისთვის, რომ ეს იყოს ალტერნატიული სატრანსპორტო ნაკადების საიმედო წყარო და საქართველომ კიდევ უფრო ეფექტიანად შეასრულოს თავისი სატრანზიტო ფუნქცია. რა თქმა უნდა, მე შევეხე ასევე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მნიშვნელობასაც“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა