მარტა კოსი: ევროკავშირში არ არსებობს საკმარისი მხარდაჭერა ივანიშვილის, კობახიძისა და პაპუაშვილის სანქცირებისთვის
ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა

El Pais: ესპანეთი უკრაინას საზენიტო რაკეტებსა და საბრძოლო ტანკებს გაუგზავნის

ნახვები: 461 El Pais: ესპანეთი უკრაინას საზენიტო რაკეტებსა და საბრძოლო ტანკებს გაუგზავნის

ესპანეთი უკრაინას საზენიტო რაკეტებსა და საბრძოლო ტანკ Leopard-ებს გადასცემს. ინფორმაციას ესპანური მედია El Pais ესპანეთი ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, გარდა ამისა ესპანეთი უკრაინის ჯარს ტანკების მართვის წვრთნებს ჩაუტარებს. წვრთნები ლატვიაში გაიმართება, სადაც ესპანეთის ჯარმა NATO-ს ოპერაციების ფარგლებში 500 სამხედრო გადასხა. El Pais-ის ინფორმაციით, წვრთნების მეორე ფაზა ესპანეთში გაიმართება.

ამ დრომდე ესპანეთმა უკრაინას ვაზნები, ინდივიდუალური თავდაცვის შეიარაღება და მსუბუქი იარაღი გაუგზავნა.

ესპანური მედია წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ დახმარების გაზრდის საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ესპანეთის პრემიერმინისტრი პედრო სანჩეზი უკრაინას ეწვია და 21 აპრილს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა