მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

ეროვნული ბანკი არის სრულიად დეპოლიტიზებული და დამოუკიდებელი-ნათია თურნავა

ნახვები: 427 ეროვნული ბანკი არის სრულიად დეპოლიტიზებული და დამოუკიდებელი-ნათია თურნავა

მთავრობის ეკონომიკის გუნდსა და ეროვნულ ბანკს შორის ბოლო წლებში კომუნიკაციის ხარისხი ყოველთვის საკმაოდ მაღალი და ეფექტური იყო, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ კომუნიკაციის ეფექტიანობა და საჭიროება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა იმ გლობალური გამოწვევების პერიოდში, რის წინაშეც დღეს მთელი მსოფლიოა.

„შესაძლოა, რიგ საკითხებზე იყო და შეიძლება, მომავალშიც იყოს აზრთა სხვადასხვაობა, დისკუსია, კამათი, მაგრამ პრინციპულ საკითხებში, მათ შორის როგორიცაა ანტიინფლაციური პოლიტიკა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, გადაწყვეტილება მიიღებოდა კოორდინირებულად. თუმცა აქვე ხაზს გავუსვამ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ფუნდამენტური პრინციპია ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა და კონსტიტუციით არის გარანტირებული“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისი განცხადებით, ეროვნული ბანკი ყოველთვის იჩენს პრინციპულობას და ამ თვალსაზრისით დიდ პატივს სცემს ამ პრინციპს.

„ჩემთვის უპირატესია დამოუკიდებლობის ეს პრინციპი და ასეც იქნება. გვახსოვს წინა პერიოდები, 2012 წლამდე, როდესაც ეროვნული ბანკი იქცეოდა პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტად. ეს პერიოდი დასრულდა და არასდროს განმეორდება. ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი თავის პოლიტიკაშიც და სრულიად დეპოლიტიზებული, თავისუფალი ნებისმიერი პოლიტიკური კონიექტურისგან და მე ამას დიდ პატივს ვცემ“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა