მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

ჯეიმი შეა - ევროკავშირი უკრაინასა და საქართველოს ევროკავშირში პერსპექტივას თუ არ მისცემს, ეს ისტორიული შეცდომა იქნება

ნახვები: 442 ჯეიმი შეა - ევროკავშირი უკრაინასა და საქართველოს ევროკავშირში პერსპექტივას თუ არ მისცემს, ეს ისტორიული შეცდომა იქნება

ევროკავშირი უკრაინასა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას თუ არ მისცემს, ეს ისტორიული შეცდომა იქნება, – ამის შესახებ „საქართველოს რადიოსთან“ ინტერვიუში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის ყოფილმა მოადგილემ, ჯეიმი შეამ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა დღეს არა მხოლოდ ევროპულ ღირებულებებს, არამედ თავად ევროპას იცავს.

„უკრაინა თუ გაქრება როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, მაშინ იმპერიალისტური, აგრესიული რუსეთი ევროპას მოადგება. მოადგება ჩვენს საზღვრებს ბელარუსსა და მოლოდვაში, ასევე პოლონეთსა და ბალტიისპირეთში. ეს არ არის ჩვენს ინტერესში. ამიტომ, ევროკავშირის ინტერესში შედის, მიიღოს ის ქვეყნები, რომლებიც არიან ევროპული სახელმწიფოები, იქცევიან ევროპულად და რეალურად იზიარებენ ევროკავშირის ღირებულებებს. წარსულში ჩვენ ძალიან უცნაური სიტუაციაში აღმოვჩნდით, როდესაც ბალკანეთის სახელმწიფოებს 2002 წლიდან გაუჩნდათ ევროპული პერსპექტივა. საუბარი მაქვს ბოსნიაზე, ალბანეთზე, მონტენეგროზე, ჩრდილოეთ მაკედონიაზე, სერბეთზე, მაგრამ ასეთი პერსპექტივა არ ჰქონდათ ისეთ დემოკრატიულმა ქვეყნებს, როგორიცაა საქართველო ან უკრაინა. ეს ყოველთვის დასანანი იყო ჩემთვის, რადგან ეს ქვეყნები იზიარებენ ევროპულ ღირებულებებს, თანამშრომლობენ დასავლეთთან, ეხმარებოდნენ ნატო-ს ავღანეთის მისიებში. ჩემთვის ეს მდგომარეობა არ იყო ნორმალური. ახლა თუ უკრაინა გააკეთებს თავისუფალ არჩევანს, უარი თქვას ნატო-ში გაწევრიანებზე, როგორც რუსეთთან შეთანხმების მიღწევის საფუძველზე, მაშინ ალტერნატივის სახით მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ევროპულ ოჯახში ინტეგრაცია მოახდინოს ევროკავშირში გაწევრიანებით. საქართველო განსხვავებულ პოზიციაში, რადგან საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივა არსებობს. ზელენსკისგან განსხვავებით, საქართველს მთავრობას არ უთქვამს, რომ ისინი მზად არიან ნატო-ში გაწევრიანების შესაძლებლობაზე უარი თქვან. იმედი მაქვს, თუ ევროკავშირი გაწევრების შესაძლებლობას მისცემს უკრაინას, ანალოგიური შესაძლებლობა ექნება საქართველოსაც. ეს ორი ქვეყანა მუდამ ერთად განიხილებოდა. მათ უსაფრთხოება შავი ზღვით არის დაკავშირებული. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია ამ კავშირის შენარჩუნება“, – განაცხადა ჯეიმი შეამ. ​

ინტერვიუში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის ყოფილმა მოადგილემ, ისაუბრა საფრანგეთის ინიციატივაზე, რომელიც ახალი ევროპული გაერთიანების შექმნის იდეით გამოდის.

შეას თქმით, ამ გაერთიანების წევრობა არ უნდა იყოს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობის ჩანაცვლება.

„ახლა ბრიუსელში თქვენ საქმე გაქვთ კონკრეტულად ემანუელ მაკრონთან. ის ახალი იდეით გამოდის, რომელიც სანახევროდ ინტეგრაციას გულისხმობს. ის ამბობს, რომ უკრაინა და შეიძლება საქართველოც შეუერთდებიან ევროპულ ეკონომიკური ზონის მსგავსს, როგორც არის ნორვეგიის ან შვეიცარიის შემთხვევაში, რითაც ეს ქვეყნები ევროკავშირის წევრობის ზოგიერთ სარგებელს მიიღებენ, თუმცა ასეთ შემთხვევაში ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ძალიან გახანგრძლივდება. ავსტრიის კანცლერი ნეჰამერი ასევე გამოვიდა მაკრონის იდეის მხარდამჭერით. ამ შემთხვევაშიც საუბარია უკრაინასა და საქართველოს ე.წ. ევროკავშირში გაწევრიანებამდე ზონაში მოქცევას, სადაც ისინი ისარგებლებენ უვიზო მიმოსვლით, ერთიანი ბაზრით და ა.შ. ხოლო ევროკავშირში სრულ გაწევრიანებაზე საუბარი სამომავლოდ გაგრძელდება. ეს შეიძლება იყოს კარგია იდეა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კიევსა და თბილისში ეს ინიციატივა არ აღიქმება ევროკავშირის წევრობის ჩანაცვლებად. შენ არასდროს ეტყვი მეგობარ ქალს, მოდი დავინიშნოთ, მაგრამ არასდროს დავქორწინდეთო. ნიშნობა უნდა იყო ნაბიჯი ქორწინებისკენ. ამიტომ ვფიქრობ, რომ თბილისშიც და კიევშიც შეშფოთებულები არიან, რომ მაკრონის იდეა შეიძლება, იყო მიმართული უკრაინისა და საქართველოს ასე ვთქვათ, ავტოსადგომის მეორე სართულზე გასაჩერებლად, რათა მათ ევროკავშირში გაწევრიანება დიდხანს ვერ შეძლონ. ევროკავშირი თუ უკრაინასა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას არ მისცემს, ეს იქნება ისტორიული შეცდომა. ჩვენ ახლა განსხვავებულ სამყაროში ვართ და ძველი წესებით ვერ ვიმოქმედებთ. 24 თებერვლის შემდეგ, ჩვენ სხვაგვარად უნდა მოვიქცეთ. იმედი მაქვს, ეს არ მოხდება“, – განაცხადა შეამ.

ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის ყოფილ მოადგილესთან ინტერვიუს სრულ ვერსიას მოისმენთ 10 ივნისს „საქართველოს რადიოს“ ეთერში, ლევან ახალაიას საავტორო გადაცემაში „მსოფლიოს ამბები“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა