ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

თბილისის მერმა ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს 13 მაისი მიულოცა

ნახვები: 489 თბილისის მერმა ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს 13 მაისი მიულოცა

1981 წლის ევროპის თასების მფლობელთა თასის ფინალში თბილისის „დინამოს" გამარჯვებიდან 40 წელი გავიდა.

13 მაისი თბილისის მერმა კახა კალაძემ „დინამოელებსა" და ქართველ გულშემატკივრებს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მიულოცა.

კახა კალაძის განცხადებით, 1981 წლის 13 მაისს მოპოვებული გამარჯვება საქართველოსთვის დიდი წარმატება იყო.

„მე კიდევ ერთხელ მინდა „დინამოელებს", ქართველ გულშემატკივარს, ბიჭებს, ამ თაობას, ყველას, ვინც 1981 წლის 13 მაისმა გაახარა, მივულოცო ეს დღე. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ. ისინი ჩემი უფროსი მეგობრები არიან და ნამდვილად მეამაყება, რომ თბილისის „დინამომ" შეძლო თასების მფლობელთა თასზე ფინალში გამარჯვება. რა თქმა უნდა, თბილისის „დინამო" ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაეწერა ამ მიმართულებით და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბიჭებს", - განაცხადა კახა კალაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა