მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

ღმერთმა ნუ ქნას, რომ ჩვენი ბედი დამოკიდებული იყოს იმაზე, „ქართული ოცნება“ როგორ მოიქცევა-იაგო ხვიჩია

ნახვები: 431 ღმერთმა ნუ ქნას, რომ ჩვენი ბედი დამოკიდებული იყოს იმაზე, „ქართული ოცნება“ როგორ მოიქცევა-იაგო ხვიჩია

ღმერთმა ნუ ქნას, რომ ჩვენი ბედი დამოკიდებული იყოს იმაზე, „ქართული ოცნება“ როგორ მოიქცევა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, საქართველოსთვის დამაზიანებელია, რომ ქვეყანაში, პოლიტიკაში არსებობს ხალხი, რომელსაც მეგობრები სანქცირებით ემუქრებიან.

„ჩვენთვის დამაზიანებელია, რომ ჩვენს ქვეყანაში, პოლიტიკაში არსებობს ხალხი, რომელსაც შენი მეგობრები სანქცირებით ემუქრებიან. ეს კარგად ნამდვილად არ მოქმედებს და არავინ არ გეტყვის ამის გამო კომპლიმენტს. რაც შეეხება, რამდენად რეალურია ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება, მე ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს. ამას ბევრად მეტი კვალიფიკაცია და ბევრად მეტი ინფორმაცია სჭირდება, რომელიც არ გამაჩნია ამ წუთას და არ მიყვარს საუბარი ისე, როცა ზუსტად არ ვიცი რაზე ვსაუბრობ“, – განაცხადა ხვიჩიამ.

მისივე თქმით, ოპტიმისტური მოლოდინი აქვს ევროკავშირის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რადგან მისი თქმით, უსამართლო იქნება გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ იმის გამო, თუ ამ წუთას ვინ არის საქართველოში მმართველი პარტია.

„საქართველოს ისტორია მარტო აწმყოსგან არ შედგება. ჩვენ მხოლოდ „ქართული ოცნების“ ქვეყანა არ ვართ, ჩვენ გვაქვს წარსული და გვაქვს უამრავი წვლილი მათ შორის ოკუპანტთან ბრძოლაში. ამ ქვეყანაში დაბადებულა და თაობები გაზრდილა დასავლეთის ღირებულებებითა და იდეებით. ამიტომ, უსამართლო იქნება გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ იმის გამო, თუ ამ წუთას ვინ არის საქართველოში მმართველი პარტია. აქედან გამომდინარე, ოპტიმისტური მოლოდინები მაქვს. ეს განპირობებულია იმით, რომ მე ვგულშემატკივრობ საქართველოს დასავლურ მომავალს, თუმცა არ გამოვრიცხავ სხვა რამე ხდებოდეს ჩვენს ზურგს უკან, მაგრამ ვინაიდან გულშემატკივარი ვარ, გულშემატკივარი წაგებაზე არ ფიქრობს, ფიქრობს მისი გუნდი მოიგებს. რეზოლუციის დამტკიცება „ყვითელ ბარათს“ მეც შევადარე და „ქართული ოცნების“ დამოკიდებულებაა დახლოებით ასეთი, უკვირთ, მოწინააღმდეგე გუნდს რატომ უხარია მათი „ყვითელი ბარათი“. ეს იმდენად აბსურდია, რომ გამოსწორების იმედს და შანსს ნაკლებად ტოვებს, თუმცა დაველოდოთ. ადამიანს ყოველთვის აქვს შანსი გონზე მოვიდეს. ღმერთმა ნუ ქნას, რომ ჩვენი ბედი დამოკიდებული იყოს იმაზე, „ქართული ოცნება“ როგორ მოიქცევა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა