ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება

ოლაფ შოლცმა სერბეთსა და კოსოვოს სთხოვა, მიაღწიონ გრძელვადიან პოლიტიკურ გადაწყვეტას კოსოვოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით

ნახვები: 473 ოლაფ შოლცმა სერბეთსა და კოსოვოს სთხოვა, მიაღწიონ გრძელვადიან პოლიტიკურ გადაწყვეტას კოსოვოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა სერბეთსა და კოსოვოს სთხოვა, რომ მხარეებმა მიაღწიონ გრძელვადიან პოლიტიკურ გადაწყვეტას კოსოვოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press ავრცელებს.

„ასეთ დროს მშვიდობისა და უსაფრთხოების ღირებულება ჩვენთვის ხელახლა ცხადი ხდება და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი სერბეთისა და კოსოვოსთვის, მიაღწიონ გრძელვადიან პოლიტიკურ გადაწყვეტას, რომელიც ასევე რეგიონულ სტაბილურობას შეუწყობს ხელს. ცხადია, რომ შეთანხმებამ საბოლოოდ უნდა გაარკვიოს კოსოვოს აღიარების საკითხიც, რადგან წარმოუდგენელია, რომ ორი ქვეყანა, რომლებიც არ ცნობენ ერთმანეთს, ევროკავშირის წევრები გახდნენ“, – აღნიშნა შოლცმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა