მარტა კოსი: ევროკავშირში არ არსებობს საკმარისი მხარდაჭერა ივანიშვილის, კობახიძისა და პაპუაშვილის სანქცირებისთვის
ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა

პრემიერ-მინისტრი როდესაც დღისით-მზისით ამბობს, მერე რა, თუ არ მოგვცემენ კანდიდატის სტატუსს, ეს არის გზავნილი - არ მოგვცემთ, ნუ მოგვცემთ-გიორგი ვაშაძე

ნახვები: 463 პრემიერ-მინისტრი როდესაც დღისით-მზისით ამბობს, მერე რა, თუ არ მოგვცემენ კანდიდატის სტატუსს, ეს არის გზავნილი - არ მოგვცემთ, ნუ მოგვცემთ-გიორგი ვაშაძე

„სტარტეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადება არის არგუმენტი ევროპელების ხელში, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მისცენ.

ვაშაძის თქმით, პრემიერ-მინისტრი ამ განცხადებით ფაქტობრივად ეხმარება ევროგაფართოების სკეპტიკოსებს, არ მოგვცენ კანდიდატის სტატუსი.

„ხომ ხედავთ, ღარიბაშვილის განცხადება რა არის, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ არ უნდათ კანდიდატის სტატუსი. მერე რა, თუ არ მოგვცემენო. საზოგადოებას მივმართავ, მართლა ასე ფიქრობთ? ანუ, ხუნდაძისეული ღირსების გარანტიები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ევროკავშირის მიერ გარანტირებული ღირსება, საქართველო, საპირწონე ხომ ესაა. ფაქტობრივად, ამ განცხადებით ეხმარება ევროგაფართოების სკეპტიკოსებს, რომ არ მოგვცენ კანდიდატის სტატუსი.

მოქალაქეებმა რომ იცოდნენ, რა განსხვავებაა კანდიდატის სტატუსსა და ასოცირების შეთანხმებას შორის – ასოცირების შეთანხმება არ გულისხმობს, რომ არ აქვს მიღებული გადაწყვეტილება ევროკავშირს, რომ ევროკავშირის წევრები გავხდებით; კანდიდატის სტატუსი ნიშნავს, რომ პოლიტიკური და ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება და ინტეგრაციის სრულიად ახალი განრიგი იწყება. თუ აქამდე გვეხმარებოდნენ ეკონომიკის წამოწევაში, სამუშაო ადგილების შექმნაში, დემოკრატიულ რეფორმებში, ახლა სამჯერ, ოთხჯერ მეტად უნდა მოგვეხმარონ, რომ ევროკავშირის წევრი გავხდეთ. ასოცირების შეთანხმება არ გულისხმობს, რომ ჩვენ ევროკავშირის წევრი გავხდებით, კანდიდატის სტატუსი გულისხმობს, რომ ჩვენ აუცილებლად გავხდებით ევროკავშირის წევრი. შესაბამისად, თუ ევროკავშირი გვინდა, ამას ამიტომ აქვს ისტორიული და გადამწყვეტი მნიშვნელობა. ეს არის არგუმენტი ევროპელების ხელში, რომ არ მოგვცენ კანდიდატის სტატუსი, როცა ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირი დღისით-მზისით ამბობს: მერე რა, თუ არ მოგვცემენ კანდიდატის სტატუსს, ეს არის გზავნილი – არ მოგვცემთ, ნუ მოგვცემთ, პირიქით, მინდა, რომ არ მოგვცეთ. ეს რა გზავნილია ევროპელი პარტნიორებისთვის. ამას უნდა ვუპასუხოთ ჩვენ, მართლა ასე ვფიქრობთ? მართლა არ გვინდა?“, – განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან, ვაშაძემ კომენტარი გააკეთა ღარიბაშვილის განცხადების იმ მონაკვეთზე, სადაც პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ „დაველოდები ევროკომისიის 23-24 ივნისის დასკვნას, გადაწყვეტილება თუ იქნება უსამართლო, შეურაცხმყოფელი, ყველაფერს ავხდი ფარდას, ხალხს ვეტყვი ყველაფერს“.

„​ალბათ ფარდას ახდის და დეტალურად აგვიხსნის, რას ნიშნავს ხუნდაძისეული გარანტირებული ღირსება. ამას ფარდას ახდიან და გვეტყვიან, აი, ღირსება, რასაც ხუნდაძე ამბობდა, იმას ნიშნავს, რომ მე სულ უნდა ვიყო ხელისუფლებაში, სასამართლო უნდა იყოს კლანური, ვისაც მინდა ჩავსვამ ციხეში, ვისაც მინდა გამოვუშვებ, ეკონომიკა არ იქნება განვითარებული. ჩვენ ხომ მაჩანჩალა ქვეყანად გვაქციეს. საქართველოზე ევროპა ამბობს, რომ მაჩანჩალაა. ვიყავით ჩემპიონები რეფორმებში და რეგიონში, გავხდით მაჩანჩალა. ალბათ განგვიმარტავს, ამ მაჩანჩალობაში რა სარგებელი აქვს საქართველოს მოსახლეობას“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ამასთან, ვაშაძემ ისაუბრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც მან გუშინ ბრიუსელში გააკეთა.

„ზურაბიშვილს თუ არ უშვებენ, მზად ვარ, მე წავიყვანო, მეტი რა გითხრათ. პრეზიდენტია ეს ქალი და ჯობია, ნაბიჯები გადადგას, იქნებ აქვს რაღაც მონახაზი და ეს დავუშვათ, ამაზე ვკონცენტრირდეთ. მათი ერთმანეთში ჭიდაობა, ვინ ვის უშვებს და ვინ ვისთვის ყიდულობს ბილეთებს, თუ არ ყიდულობს, ეს ხომ არ არის ახლა მთავარი ამოცანა. ბილეთის ყიდვა შეგვიძლია ყველას. მე არც ნებართვას ვითხოვ, მივლინებასაც არ მიფორმებენ. მაინც ვჯდები თვითმფრინავში და მივდივარ, შალვა პაპუაშვილიც არ მიშვებს, მაგრამ კი მივდივარ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა