ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ვალერი ზალუჟნი - ფრონტის სიგრძე 2 450 კილომეტრია

ნახვები: 493 ვალერი ზალუჟნი - ფრონტის სიგრძე 2 450 კილომეტრია

ფრონტის სიგრძე 2 450 კილომეტრია, აქედან 1 105 კილომეტრზე აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ აშშ-ის არმიის გაერთიანებული შტაბების კომიტეტის ხელმძღვანელთან, მარკ მილისთან საუბრის შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ზალუჟნის თქმით, რუსეთის საოკუპაციო ძალების საცეცხლე შესაძლებლობები უკრაინის არმიის საშუალებებს ათჯერ აღემატება, თუმცა პოზიციების შენარჩუნება მოხერხდა.

„კიდევ ერთხელ გავუმეორე ჩემი თხოვნა გენერალ მილის – დაგვეხმაროს, რაც შეიძლება მალე მივიღოთ მეტი 155 მმ-იანი საარტილერიო სისტემა. ასევე, გაუზიარე ჩემს კოლეგას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სტრატეგიული მიზნები. ჩვენი შეიარაღებული ბრძოლისა და ოპერაციების ჩატარების სტრატეგიის გააზრება ხელს შეუწყობს პარტნიორებთან ურთიერთობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას“, – აღნიშნა ზალუჟნიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა