მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

საქართველო და ქართველი ხალხი უპირობოდ იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, ჯერი ევროკავშირზეა-თორნიკე რიჟვაძე

ნახვები: 439 საქართველო და ქართველი ხალხი უპირობოდ იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, ჯერი ევროკავშირზეა-თორნიკე რიჟვაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მედიის მხრიდან დასმულ შეკითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ გამომდინარე იმ რეფორმების ტემპიდან, თავისუფლებიდან, დემოკრატიის ხარისხიდან, პირველი, ვინც იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ეს საქართველოა.

მისი თქმით, მთავრობა არ იშურებს ძალისხმევას ამ საპატიო სტატუსის მისაღებად.

„პირველი, ვინც იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ეს გახლავთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო – საქართველო. გამომდინარე იმ რეფორმების ტემპიდან, თავისუფლებიდან, დემოკრატიის ხარისხიდან, რომელსაც მიაღწია ჩვენმა ქვეყანამ. საქართველო და ქართველი ხალხი უპირობოდ იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. ჯერი ევროკავშირზეა. ჩვენი მთავრობა არ იშურებს ძალისხმევას ამ საპატიო სტატუსის მისაღებად და იმედი მაქვს, რომ ჩვენს მეგობრებს, ევროკავშირის წარმომადგენლებს ეყოფათ პოლიტიკური ნება საქართველოს დაუფასონ ის რეფორმები და ის დემოკრატიის ხარისხი, რაც გამოიხატება მათ პოლიტიკურ ჟესტში. შემდეგ უკვე დაიწყება კიდევ უფრო გრძელი, მაგრამ საინტერესო გზა, რომელიც მიგვიყვანს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობამდე“, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

ამასთან, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია არის სიყალბით და ორპირობით სავსე, სადაც გარკვეული მანიპულაციებია შესაძლო სანქციებთან დაკავშირებით.

„რაც შეეხება სიყალბით და ორპირობით სავსე რეზოლუციას, სადაც გარკვეული მანიპულაციებია შესაძლო სანქციებთან დაკავშირებით და ასევე ის თავგასულობა, რომელსაც იჩენს ერთ-ერთი ევროპული ბანკი, ბუნებრივია მიუღებელია. ამავე დროს მინდა აღვნიშნო, რომ ფაქტი ფაქტად რჩება: ბატონი ბიძინა ივანიშვილი აღარ არის ჩართული ქართულ პოლიტიკაში და ასევე, ყველაზე მთავარი: ბატონი ბიძინა გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, გაბედული და პატრიოტი ქართველი, ვისაც ოდესმე შევხვედრილვარ. სანქციებით და ფინანსური ზეწოლით ჩვენ ვერავინ დაგვაშანტაჟებს. ყველა გაკეთებულ საქმეს რომ თავი დავანებოთ, ადამიანი, რომელმაც სამება აუშენა ქვეყანას და ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანი, სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმის დამარცხება მოახერხა, როგორც მინიმუმ, სტატუსის და თანამდებობის გარეშე, ყველა ქართველს, რიგით ქართველს კაცური ვალი გვაქვს, რომ ყველა ბრძოლაში არ დავიხიოთ უკან და ბოლომდე ვიბრძოლოთ, როგორც ჩვენი ქვეყნის ერთგულ ჯარისკაცებს ეკადრება“ – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა