მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი მოუწოდებს გერმანიას, მხარი დაუჭიროს უკრაინისთვის, საქართველოსთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას

ნახვები: 427 სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი მოუწოდებს გერმანიას, მხარი დაუჭიროს უკრაინისთვის, საქართველოსთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი მოუწოდებს გერმანიას, მხარი დაუჭიროს უკრაინისთვის, საქართველოსთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას. ამის შესახებ განცხადება ედუარდ ჰეგერმა გერმანიაში ვიზიტის დროს კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრის წინ გააკეთა.

„ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ევროკავშირის გაფართოება აუცილებელია. მსოფლიოს სჭირდება ძლიერი ევროპა და ეს ქვეყნები გველოდებიან“, – განაცხადა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა „პოლიტიკოსთან“ საუბარში.

ჰეგერის თქმით, უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატებად აღიარება პირველი ნაბიჯი უნდა იყოს, ხოლო ამ ქვეყნების შემდგომი ინტეგრაცია ბლოკში უნდა იყოს „დამსახურებაზე დაფუძნებული“.

ამასთან, სლოვაკეთის მთავრობის მეთაურმა ისაუბრა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის იდეაზე, რომ ევროკავშირის მეზობელი ქვეყნების ევროკავშირთან პოლიტიკური და ეკონომიკური დაახლოების მიზნით ახალი გაერთიანება შეიქმნას. როგორც ჰეგერი ამბობს, ეს ინიციატივა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს უკრაინისთვის, საქართველოსთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, არამედ უნდა იყოს „დამატებითი პროცესი“.

მისი თქმით, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება ნებისმიერ ქვეყანას უნდა შეეძლოს, მაგრამ ორგანიზაციაში მხოლოდ ისინი უნდა მოხვდნენ, ვინც გამოიჩენს ნებას, გაატაროს საჭირო დემოკრატიული და ინსტიტუციონალური რეფორმები, დანარჩენები კი, შესაძლოა, „დააქვეითონ მაკრონის პოლიტიკური გაერთიანების წევრობამდე“.

„ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ინდივიდუალური ძალისხმევა გასწიოს, რათა გახდეს ევროკავშირის წევრი. სწორედ მათ ძალისხმევაზე დაყდნობით უნდა გადაწყდეს, როდის შევლენ ისინი ევროკავშირში“, – განაცხადა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა