გოგი ჩახუნაშვილი - კლინიკური კვლევა მიმართული იყო იქით, რომ ჯანდაცვის სამინისტრო გამოფხიზლებულიყო და ადამიანებს არ გართულებოდათ რაიმე
Air Defense Forces down 83 of 111 drones launched by Russia in evening attack on Ukraine
War update: over 200 combat engagements in 24 hrs, Pokrovsk under heaviest assault
Kremlin says no compromise reached with Americans on peace plan for Ukraine
Fuel depot destroyed in Russia's Tambov region – CPD
Russia's war casualty toll in Ukraine up by 910 over past day
Donetsk region remains main point of dispute in negotiations – Rubio
European Commission suggests way to provide Russian assets to Ukraine without risks for Belgium

უნდა გავიზიაროთ 16 ივნისის იდეა და ბევრი ხალხი მივიდეს ამ აქციაზე-ანდრო გოცირიძე

15.06.2022 ნახვები: 626

"პრეზიდენტმა აღიარა, რომ მმართველი პარტიის რესურსი, ნაყოფიერად იმუშავოს დასავლეთთან ინტეგრაციის, დეოკუპაციის, რეფორმის, ეკონომიკური აღმავლობის პროექტებზე ამოწურულია და ეს მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინონ

პრეზიდენტმა უარყო მთავრობის რუსული ნარატივი და გაემიჯნა დეზინფორმაციას. რა მოტივით და რატომ, ეს ამ წუტას არ არის მნიშვნელოვანი",-ამი შესახებ "ფეისბუქ" გვერდზე კიბერ უსაფრთხოების ექსპერტი ანდრო გოცირიძე სალომე ზურაბიშვილის ბრიფიგთან დაკავშირებით წერს

გოცირიძის თქმით, ყველა ოპოზიციური ძალა უნდა გამოცხადდეს 16 ივნისს მხოლოდ ევროპული და ქართული სიმბოლიკით და ამით მარტო დატოვოს მმართველი პარტია თავის რუსულ, უფრო სწორედ მომხვეჭელ ნარატივთან, რადგან ერთადერთი, ვინც არასდროს მივა ამ აქციაზე, ოცნებაა და ეს წუთი წუთზე გაცხადდება

"ვინც პრეზიდენტის ლეგიტიმაციის ხარისხს, მისი უფლებამოსილების ჩარჩოს და მუშაობის სტილს იცნობს, ბუნებრივია, მეტის მოლოდინი არც ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ უმჯობესი იქნებოდა კონსულტაციები გაემართა ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, შეერთებოდა და სხვისთვისაც მოეწოდებინა შეერთებოდნენ 20 ივნისის შეკრებას, რითაც ამ აქციას არალეგიტიმური თავდასხმისგანაც დაიცავდა და მასშტაბურობასაც შესძენდა, მან გააკეთა ის, რაც მისი ქცევის ხაზის ლოგიკური გაგრძელებაა. იძულებული და ვალდებული ვართ, საუკეთესო გამოვიტანოთ ამ ყველაფრიდან:

პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ "საქმე გააფუჭა" მმართველმა პარტიამ და ჩამოთვალა ის ქმედებები, რამაც ეს ვიტარება გამოიწვია. სავარაუდოდ, ეს ჩამონათვალი მას დასავლელი პარტნიორებისგან აქვს და ეს მოქალაქეებმა, ამომრჩეველმა უნდა გაითვალისწინოს

პრეზიდენტმა აღიარა, რომ მმართველი პარტიის რესურსი, ნაყოფიერად იმუშავოს დასავლეთთან ინტეგრაციის, დეოკუპაციის, რეფორმის, ეკონომიკური აღმავლობის პროექტებზე ამოწურულია და ეს მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინონ

პრეზიდენტმა უარყო მთავრობის რუსული ნარატივი და გაემიჯნა დეზინფორმაციას. რა მოტივით და რატომ, ეს ამ წუტას არ არის მნიშვნელოვანი.

არ ავხსნი თითოეული მოქმედების ქვეტექსტს, დეკლარირებულ და ფარულ შედეგს, მაგრამ მგონია, რომ ასე უნდა მოიქცეს ხალხი/ოპოზიცია/სამოქალაქო საზოგადოება:

აუცილებლად უნდა გავიზიაროთ 16 ივნისის იდეა და ბევრი ხალხი მივიდეს ამ აქციაზე, რათა დასავლეთს დავანახოთ ქართველი ხალხის, დაპირისპირებული მხარეების ურყევი ნება - დაბრუნება ევროპაში 

ყველა ოპოზიციური ძალა უნდა გამოცხადდეს 16 ივნისს მხოლოდ ევროპული და ქართული სიმბოლიკით და ამით მარტო დატოვოს მმართველი პარტია თავის რუსულ, უფრო სწორედ მომხვეჭელ ნარატივთან, რადგან ერთადერთი, ვინც არასდროს მივა ამ აქციაზე, ოცნებაა და ეს წუთი წუთზე გაცხადდება, ამიტომ ოპოზიციამ ახლავე უნდა აიღოს ინიციატივა და არ გაიმეოროს შარლ მიშელის დოკუმენტის შეცდომა

20 ივნისის აქციის გადატანა ან გაუქმება არ არის აუცილებელი, არც გაუქმებით ფუჭდება საქმე და არც გაუუქმებლობით. პირიქით, მისი სხვა პერფორმანსის სახით გამოტანაც შეიძლება, იგივე პრეზიდენტის და დიპლომატიური წარმომადგენლობების მონაწილეობით და იგივე თემატიკით: ცოტა მეტი ფანტაზია და მარჯვე ხელები

უნდა გამოვიყენოთ ყველა ტრიბუნა, რათა ხელისუფლებას პასუხი მოეთხოვოს იმისთვის, რაც მათმა (დამოუკიდებელი რეიტინგი დამოუკიდებელ კანდიდატად 5% არ სცდებოდა) არჩეულმა პრეზიდენტმა თქვა: მეგობარი აღარ გვყავს, ქართულ პრინციპებსაც კი ვუღალატეთ, ევროპის ცენტრში მდგომარეობა დამძიმებულია, ლიდერიდან აუტსაიდერად ვიქეცით, ვიზიტები მაღალ დონეზე ან სემცირდა ან საერთოდ გაქრა მთავრობას არაფერი გაუკეთებია ამის საპასუხოდ",-წერს გოცირიძე

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა