ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

დღეს ჩვენ ვხედავთ წმინდა ევროპულ განზრახვებს, ხოლო სხვა ღონისძიებები იქნება შერეული სხვა პოლიტიკურ საკითხებთან-ჰუბერტ ქნირში

ნახვები: 484 დღეს ჩვენ ვხედავთ წმინდა ევროპულ განზრახვებს, ხოლო სხვა ღონისძიებები იქნება შერეული სხვა პოლიტიკურ საკითხებთან-ჰუბერტ ქნირში

დღეს ჩვენ ვხედავთ წმინდა ევროპულ განზრახვებს, ხოლო სხვა ღონისძიებები იქნება შერეული სხვა პოლიტიკურ საკითხებთან, – ასე უპასუხა საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა ჟურნალისტების კითხვას, რას ფიქრობს ოპოზიციური პარტიების მიერ სხვა დღეს დანიშნულ აქციებზე, ხომ არ არის ეს პოლარიზაციის მაგალითი და თუ აპირებს ამ აქციებზე მისვლას.

ამასთან, როგორც ჰუმბერ ქნირშმა აღნიშნა, სხვა დემონსტრაციებიც არის ნების და მხარდაჭერის გამოხატულება.

„ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით, დღევანდელი შეკრება არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ის მხოლოდ და მხოლოდ ამ საკითხს ეძღვნება. ცხადია, ჩვენ შევხედავთ ყველაფერს, რაც მოხდება. სხვა დემონსტრაციებიც არის ნების და მხარდაჭერის გამოხატულება. თუმცა, დღეს ჩვენ ვხედავთ წმინდა ევროპულ განზრახვებს, ხოლო სხვა ღონისძიებები იქნება შერეული სხვა პოლიტიკურ საკითხებთან“, – განაცხადა ქნირშმა.

ამასთან, ელჩმა აღნიშნა, რომ მისი აზრით, დღეს ევროპის მოედანზე შეკრებილი ადამიანები გზავნილს უგზავნიან პოლიტიკურ ძალებს, თუ რა სურს ხალხს, ეს ეხება მხოლოდ ევროპას და არა სხვა საკითხებს.

ჩემთვის, როგორც ევროკავშირის წევრის ქვეყნის ელჩისთვის, მნიშვნელოვანია იმის ხილვა, რომ ქართველები გამოდიან დღეს საღამოს, ქვეყნის ევროპული გზის მხარდასაჭერად. ჩემი აზრით, დღეს ევროპის მოედანზე შეკრებილი ადამიანები გზავნილს უგზავნიან პოლიტიკურ ძალებს, თუ რა სურს ხალხს და მნიშვნელობა არ აქვს, ეს ეხება მხოლოდ ევროპას, თუ სხვა საკითხებს. ეს არ არის არც მთავრობის და არც ოპოზიციის შეკრება, ეს არ არის რამის მხარდამჭერების ან მოწინააღმდეგეების შეკრება. მე ვესაუბრე რამდენიმე ადამიანს, ისინი ძალიან მტკიცედ უჭერენ მხარს ევროკავშირს. მათ სურთ, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი და როგორც მესმის, ამას ელოდებიან პოლიტიკური პარტიებისგან“, – განაცხადა ქნირშმა.

კითხვაზე, რა მოლოდინები აქვს საქართველოსთვის ევროკავშირის სტატუსის მინიჭების კუთხით, ელჩმა აღნიშნა, იმედია, ევროკავშირის საბჭოზე ლიდერების შეკრების შემდეგ, საქართველო მიაღწევს პროგრესს ევროპულ გზაზე.

„არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება დიდი, თუ უფრო პატარა ნაბიჯი. მაგრამ იმედი მაქვს, რომ პროგრესი იქნება. ხალხის მხარდაჭერითა და პოლიტიკური ძალების, მთავრობისა და ოპოზციის სრული ჩართულობით, საქართველო შეძლებს მთელი გზის გავლას და გახდება ევროკავშირის წევრი“, – აღნიშნა ელჩმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა