ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

საქართველოს მიენიჭოს პერსპექტივა, გახდეს ევროკავშირის წევრი, ისტორიული გადაწყვეტილებაა-ირაკლი ღარიბაშვილი

ნახვები: 492 საქართველოს მიენიჭოს პერსპექტივა, გახდეს ევროკავშირის წევრი, ისტორიული გადაწყვეტილებაა-ირაკლი ღარიბაშვილი

პირველად გაჩნდა ჩანაწერი, რომ ევროკომისია ევროკავშირის საბჭოს აძლევს რეკომენდაციას, საქართველოს მიენიჭოს პერსპექტივა, რათა გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ისტორიული გადაწყვეტილებაა.

„მინდა, რამდენიმე სიტყვით მივმართო მოქალაქეებს. მოგეხსენებათ, გასულ კვირას, 17 ივნისს ევროკომისიამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება. პირველად გაჩნდა ისტორიული ჩანაწერი, რომ ევროკომისია ევროკავშირის საბჭოს აძლევს რეკომენდაციას, საქართველოს მიენიჭოს პერსპექტივა, რათა გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა ქალბატონმა ურსულამ განაცხადა, ევროპამ კარი გაუღო საქართველოს. ეს ნამდვილად არის ისტორიული გადაწყვეტილება. ასე რომ, ვულოცავ თითოეულ ქართველს ისტორიული გადაწყვეტილების მიღებას.

მეორე, რაც ევროკომისიამ თავის რეკომენდაციაში ჩაწერა და მიმართა საბჭოს, არის შემდეგი, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, როგორც კი პრიორიტეტები და პირობები შესრულდება. როგორც კი დაამტკიცებს საბჭო აღნიშნულ რეკომენდაციებს, მაშინვე დავიწყებთ მუშაობას ბრიუსელთან. ამ რეკომენდაციებზე, მინდა, განვმარტო, რომ უდიდესი ნაწილი ისედაც იყო ჩვენს დღის წესრიგში ჩადებული. არის სხვა საკითხები, რომლებსაც ჩვენ გავარკვევთ ბრიუსელთან, ვიმუშავებთ და მივიღებთ კანდიდატის სტატუსს. ვიცი, რომ მოქალაქეების უმეტესობას გარკვეული კითხვა დარჩა, თუ რატომ აღმოჩნდა უფრო მეტად წახალისებული მოლდოვა და უკრაინა, ამიტომ მსურს, მოქალაქეებს განვუმარტო, ავუხსნა შემდეგი. მოლდოვას და უკრაინას აქვთ აბსოლუტურად იდენტური ჩანაწერი პერსპექტივასთან დაკავშირებით. ანუ მოლდოვას და უკრაინასაც ჩაუწერეს, რომ მიენიჭებათ, ევროკომისია რეკომენდაციით მიმართავს საბჭოს, რომ მიენიჭოთ პერსპექტივა და სტატუსი. ანუ რეალურად, სტატუსს აძლევენ ავანსად, ეს არის წამახალისებელი ავანსი უკრაინისთვის, რომელიც უმძიმეს ომშია, ასევე მოლდოვისთვის, რომელიც არის უმძიმეს ომში. ამავდროულად, მათაც სთხოვენ, მოსთხოვენ მთელი რიგი რეფორმების გატარებას. ჩვენს შემთხვევაში, არის პირიქით. ჯერ უნდა შევასრულოთ ყველა პირობა, რომელიც არის დადებული, რეფორმები, პრიორიტეტები განვახორციელოთ და საქართველოს ამის შემდეგ მიენიჭება სტატუსი. მეგობრებო, ჩვენ კარგად გვესმის, რომ უკრაინა არის უმძიმეს ვითარებაში, ტერიტორიების 20 პროცენტი უკვე დაკარგული აქვს და ომი გრძელდება. ასევე მოლდოვაც არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, თუ ვინმე დაზარალდა ამ ომით, ერთ-ერთი პირველი არის მოლდოვა, რადგან მოსაზღვრე სახელმწიფოა და ძალიან ბევრი ნაკადი იყო დევნილების, ლტოლვილების. ძალიან ბევრი როგორც ეკონომიკური, ასევე უსაფრთხოების რისკები გაეზარდა მოლდოვას“, – განაცხადა პრემიერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა