ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება

დაველოდოთ 24 ივნისს, საბოლოო გადაწყვეტილება თუ არ იქნება ისეთი, როგორიც მოლდოვასა და უკრაინას ექნება, უნდა დავიწყოთ მოქმედება-მამუკა ხაზარაძე

ნახვები: 475 დაველოდოთ 24 ივნისს, საბოლოო გადაწყვეტილება თუ არ იქნება ისეთი, როგორიც მოლდოვასა და უკრაინას ექნება, უნდა დავიწყოთ მოქმედება-მამუკა ხაზარაძე

დაველოდოთ 24 ივნისს, საბოლოო გადაწყვეტილებას, თუ საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება ისეთი, როგორიც ექნება მოლდოვასა და უკრაინას, უნდა დავიწყოთ მოქმედება, მოქმედება და მოქმედება, ვგულისხმობ, ამ მთავრობის გაშვებას, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ დღევანდელ აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

„ეს არის ჩვენი ქვეყნის, წინაპრების, დღევანდელი და მომავალი თაობისთვის გადამწყვეტი მომენტი. თუ ეს მომენტი ხელიდან გავუშვით და ქართველმა ხალხმა მტკიცე ნება არ გამოიჩინა, რომ ჩვენ ვართ იმის ნაწილი, რისთვისაც თაობები ვისწრაფოდით და ახლა, უბრალოდ, „ქართულმა ოცნებამ“ თავისი ტყუილებით მოახერხა, დაგვაკარგვინოს ეს არჩევანი, მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. მძიმე მდგომარეობა რბილი ნათქვამია, აღმოვჩნდებით პერსპექტივის, მეგობრის გარეშე. ამიტომ დღეს მნიშვნელოვანი დღეა, რათა ქართველი ხალხის ხმა გავაგონოთ ევროპას”,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა