მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

მინდა, ვუთხრა მოქალაქეებს, ბიძინა ივანიშვილი როცა გადაწყვეტს, აქ ვინც ზის, მინისტრები, ღარიბაშვილის ჩათვლით, აღარ იქნებიან, ეს ადამიანები არაფერს წარმოადგენენ-ხატია დეკანოიძე

ნახვები: 432 მინდა, ვუთხრა მოქალაქეებს, ბიძინა ივანიშვილი როცა გადაწყვეტს, აქ ვინც ზის, მინისტრები, ღარიბაშვილის ჩათვლით, აღარ იქნებიან, ეს ადამიანები არაფერს წარმოადგენენ-ხატია დეკანოიძე

მინდა, ვუთხრა მოქალაქეებს, ბიძინა ივანიშვილი როცა გადაწყვეტს, აქ ვინც ზის, მინისტრები, ღარიბაშვილის ჩათვლით, აღარ იქნებიან, ეს ადამიანები არაფერს წარმოადგენენ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ პარლამენტში განაცხადა.

დეკანოიძის თქმით, საქართველო ამ ადამიანების გარეშე აუცილებლად იქნება ქვეყანა, სადაც იქნება პერსპექტივა, განვითარება და ყველაფერი ის, რაც არ უკავშირდება ოლიგარქიას.

„მგონი, მართლა დაიჯერეთ, რომ საერთოდ რამეს წარმოადგენთ ბიძინა ივანიშვილის გარეშე, მაგრამ მე ძირითადად ჩემს სათქმელს აუცილებლად ვიტყვი ჩემი გამოსვლის მიმდინარეობისას. მინდა, ახლა ვუთხრა საქართველოს მოქალაქეებს – აქ ვინც ზის, იმ სავარძლებში, ბატონი ღარიბაშვილის ჩათვლით, მინისტრები, ხვალ ბიძინა ივანიშვილი რომ გადაწყვეტს, ეს ხალხი აღარ იქნება. ეს ყველამ ძალიან კარგად იცის, მაგრამ საქართველოს მოქალაქეებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც გამოსული იყო 20 ივნისს, ამ ადამიანებმა ნამდვილად გააგონეს ყველას ხმა, ევროკავშირს, ევროპას, გარდა საქართველოს ხელისუფლებისა. მინდა, ამ ადამიანებს მივმართო და საქართველო აუცილებლად იქნება ევროკავშირის წევრი ქვეყანა. საქართველო ამ ადამიანების გარეშე აუცილებლად იქნება ის ქვეყანა, სადაც იქნება პერსპექტივა, განვითარება, ყველაფერი ის, რაც არ უკავშირდება ოლიგარქიას. მეგობრებო, ეს ადამიანები არაფერს წარმოადგენენ, ეს ადამიანები არიან ბიძინა ივანიშვილის მსახურები. ჩვენ და თქვენ, ყველა ერთად იმსახურებთ იმას, რაც რეალურად გვითხრა ევროპამ. რაც შეეხება დღევანდელ გამოსვლას და პრემიერად წოდებულ რაღაც განცხადებებს, ეს არაფერს ნიშნავს ძვირფასო მეგობრებო. ეს ადამიანი, როგორც კი ბიძინა ივანიშვილი დაინახავს, რომ აღარ სჭირდება, დაატოვებინებს თანამდებობას. ამიტომ, ჩვენ ყველა ერთად უნდა ვიყოთ ფოკუსირებული იმაზე, რომ საქართველომ ამ ექვსი თვის განმავლობაში, დეკემბრამდე მიიღოს კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა