მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

გიორგი ვაშაძე:კანონპროექტის ვეტოსთან დაკავშირებით პრეზიდენტის გადაწყვეტილება დღევანდელ რეალობაში არასაკმარისი და სუსტია

ნახვები: 433 გიორგი ვაშაძე:კანონპროექტის ვეტოსთან დაკავშირებით პრეზიდენტის გადაწყვეტილება დღევანდელ რეალობაში არასაკმარისი და სუსტია

კანონპროექტის ვეტოსთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ამ რეალობაში, რა რეალობაშიც ჩვენ დღეს ვართ, არასაკმარისი და სუსტია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ კანონზე ვეტო არ არის ადეკვატური პასუხი იმ მძიმე რეალობაზე, რაც ქვეყანაშია.

„დღეს საქართველო სრულიად სხვა ვითარებაშია. ქვეყნის პრეზიდენტის მხრიდან მხოლოდ ვეტოს დადება ერთ კონკრეტულ კანონზე, საკმარისი ნამდვილად არ არის. შემიძლია, კიდევ ერთხელ ქალბატონ პრეზიდენტს ვუთხრა, რომ მეტი გამბედაობა, მეტი ნაბიჯების გადადგმა და მეტად გააზრება რეალური ვითარების. 20 ივნისს და 16 ივნისს ნახეთ რამდენი ადამიანი იყო – ეს არის განსხვავება რეალობის აღქმაში. ეს რეალობის აღქმა ქვეყნის პრეზიდენტს აუცილებლად უნდა ჰქონდეს. ჩვენ აქ ვინც ვართ, განსაკუთრებით ჟურნალისტები, ერთ ბედ ქვეშ ვართ, ყველას გვისმენენ. არა მარტო ოპოზიციურ მედიას, არამედ სამთავრობო მედიას, ყველას გისმენენ, უბრალოდ უნდათ, ეს ყველაფერი კანონით გაამყარონ. ამ კანონზე ვეტო არ არის ადეკვატური პასუხი მძიმე რეალობაზე, რაც დღეს ქვეყანაშია. ეს პრეზიდენტის მხრიდან ძალიან ცოტაა. მას და პრეზიდენტის ინსტიტუტს მეტი შეუძლია, მათ შორის 24 ივნისის ისტორიულ გადაწყვეტილებამდე. ამაზე თვითონ დაფიქრდეს ჩემი განცხადების შემდეგ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა