ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ესპანეთი მხარს დაუჭერს კომისიის წინადადებას, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც დასკვნაში ასახული რეფორმები განხორციელდება-პედრო სანჩესი

ნახვები: 483 ესპანეთი მხარს დაუჭერს კომისიის წინადადებას, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც დასკვნაში ასახული რეფორმები განხორციელდება-პედრო სანჩესი

მინდა, დავადასტურო ესპანეთის მხარდაჭერა ევროსაბჭოს მომავალ შეკრებაზე, რომელიც გაიმართება 23 და 24 ივნისს. ჩემი ხელისუფლება უერთდება და მხარს უჭერს იმ რეკომენდაციებს, რომელიც 17 ივნისის დასკვნაშია მოცემული, რომელიც ევროსაბჭოს კომისიამ გამოსცა, – ამის შესახებ აღნიშნულია ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის წერილში, რომელიც მან საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გამოუგზავნა.

როგორც ესპანეთის პრემიერი აღნიშნავს, ესპანეთი მხარს დაუჭერს კომისიის წინადადებას, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც დასკვნაში ასახული რეფორმები განხორციელდება.

„მადლობას მოგახსენებთ თქვენი წერილისათვის, რომელიც თარიღდება 20 ივნისით, სადაც ითხოვდით ესპანეთის მთავრობის მხარდაჭერას ევროპის საბჭოს ხმის მიცემისას, რომელიც გაიმართება 23 და 24 ივნისს, საქართველოსა და ევროკავშირის სამომავლო ურთიერთობების შესახებ.

მართლაც, ჩვენ ვდგავართ გადამწყვეტი მომენტის წინაშე ევროპის მშენებლობის პროცესში და ევროპულმა ყველა სახელმწიფოს უნდა შეიტანოს წვლილი უფრო შეკრული და სამართლიანი კავშირის ჩამოყალიბებაში.

ამ კონტექსტში, მინდა, დავადასტურო ესპანეთის მხარდაჭერა ევროსაბჭოს მომავალ შეკრებაზე, რომელიც გაიმართება 23 და 24 ივნისს. ჩემი ხელისუფლება უერთდება და მხარს უჭერს იმ რეკომენდაციებს, რომელიც 17 ივნისის დასკვნაშია მოცემული, რომელიც ევროსაბჭოს კომისიამ გამოსცა. შესაბამისად, მხარს დავუჭერ საქართველოს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს პერსპექტივის აღიარებას, ასევე, ჩვენ მხარს დავუჭერთ კომისიის წინადადებას, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც დასკვნაში ასახული რეფორმები განხორციელდება.

მივესალმები საქართველოს გადაწყვეტილებას მიმართოს ევროკავშირში გაწევრიანებას. თქვენ შეგიძლიათ ჩვენი მხარდაჭერის იმედი გქონდეთ, რათა დაიწყოს რეფორმების პროგრამა, რომელიც გამოიწვევს ქვეყნის ტრანსფორმაციას, ადაპტაციას და საქართველოს ევროპული პერსპექტივის მატერიალიზებას. ისეთ ქვეყნებს, როგორიც ესპანეთია, ჩვენ უკვე საკუთარ თავზე გამოვცადეთ და გავიარეთ გაწევრიანების აღნიშნული ფასი, გვესმის გამოწვევის სიდიდე, მაგრამ ასევე პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური სარგებელი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.

საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის მკაფიო ნება, დაიკავოს თავისი კანონიერი ადგილი ევროპულ ოჯახში, იქნება საუკეთესო საშუალება საქართველოს წინსვლისთვის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ“, – აღნიშნულია პედრო სანჩესის წერილში.

პედრო სანჩესის წერილის თარგმანს საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა