ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება

ურსულა ფონ დერ ლაიენი - დღეს ევროპისთვის კარგი დღეა, ვულოცავ პრეზიდენტ ზელენსკის, პრეზიდენტ სანდუს და პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს

ნახვები: 468 ურსულა ფონ დერ ლაიენი - დღეს ევროპისთვის კარგი დღეა, ვულოცავ პრეზიდენტ ზელენსკის, პრეზიდენტ სანდუს და პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს

დღეს ევროპისთვის კარგი დღეა, ვულოცავ პრეზიდენტ ზელენსკის, პრეზიდენტ სანდუს და პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

მისივე თქმით, აღნიშნული ქვეყნები არიან ევროპული ოჯახის ნაწილი და დღეს ლიდერების ისტორიულმა გადაწყვეტილებამ ეს დაადასტურა.

„დღეს კარგი დღეა ევროპისთვის. ვულოცავ პრეზიდენტ ზელენსკის, პრეზიდენტ სანდუს და პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს. თქვენი ქვეყნები არიან ჩვენი ევროპული ოჯახის ნაწილი, დღეს ლიდერების ისტორიულმა გადაწყვეტილებამ ეს დაადასტურა“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება აძლიერებს უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს რუსული იმპერიალიზმის წინაშე, ეს აძლიერებს ევროპას.

„ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ლიდერებმა მხარი დაუჭირეს ჩვენს შეხედულებებს. უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს – ყველას აქვთ საქმე, ვიდრე შემდეგ ეტაპზე გადავლენ ვიცი, რომ სწრაფად იმოქმედებენ. მათ იციან, რამდენად გადამწყვეტია ეს მათი დემოკრატიებისთვის, ეკონომიკისა და მოქალაქეებისთვის.

ეს გადაწყვეტილება ყველას გვაძლიერებს. ეს გადაწყვეტილება აძლიერებს უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს რუსული იმპერიალიზმის წინაშე. ეს აძლიერებს ევროპას, რადგან კიდევ ერთხელ აჩვენებს სამყაროს, რომ ჩვენ ერთიანები ვართ საგარეო საფრთხეების წინაშე“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ცოტა ხნის წინ „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა, რომ ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა