მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

ანტონიო გუტერეში - აბორტის ხელმისაწვდომობის შეზღუდვა მას უფრო სასიკვდილოს გახდის

ნახვები: 429 ანტონიო გუტერეში - აბორტის ხელმისაწვდომობის შეზღუდვა მას უფრო სასიკვდილოს გახდის

გაერო-ს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის განცხადებით, აბორტის ხელმისაწვდომობის შეზღუდვა არ შეაჩერებს იმ ადამიანებს, რომლებსაც სურთ ეს პროცედურა და „ეს მას უფრო სასიკვდილოს ხდის“.

„როიტერის“ ცნობით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი გამოეხმაურა აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მიერ იმ კანონის გაუქმებას, რომლითაც აბორტის უფლება ფედერალურ დონეზე იყო დაცული.

„სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები არის არჩევანის, გაძლიერებისა და თანასწორობის საფუძველი მსოფლიოს ქალებისა და გოგონებისთვის. აბორტის ხელმისაწვდომობის შეზღუდვა ხელს არ შეუშლის ადამიანებს ამ პროცესის ძიებაში, ეს მხოლოდ უფრო მომაკვდინებელს ხდის მას“, – აღნიშნა გუტერეშის წარმომადგენელმა, სტეფან დუჟარიკმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეგახსენებთ, 

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა 1973 წელს მიღებული Roe v. Wade​-ის კანონი, რომლის მიხედვითაც აბორტის უფლება ფედერალურ დონეზე იყო დაცული. 1973 წელს ქალებს მიენიჭათ აბორტის აბსოლუტური უფლება ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში და შეზღუდული უფლება ორსულობის მეორე ტრიმესტრში. ქვეყნის უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, კონკრეტული შტატები თავად გადაწყვეტენ აბორტის საკითხს.

ამასთან, „ბიბისი“ წერს, რომ მილიონობით ქალი ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკარგავს აბორტის უფლებას მას შემდეგ, რაც უზენაესმა სასამართლომ გააუქმა 50-წლიანი გადაწყვეტილება, რომლითაც მოცემული ქმედება მთელი ქვეყნის მასშტაბით ლეგალიზებულია. საუბარი ეხება საქმეს „როუ უეიდის წინააღმდეგ“, რომელიც 1973 წელს აშშ-ის უზნაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება აბორტის კანონიერების თაობაზე. ამიერიდან ფედერალური კანონები აღარ იძლევიან გარანტიას აბორტის უფლებასთან დაკავშირებით და ცალკეულ შტატებს შეუძლიათ, დამოუკიდებლად აკრძალონ ეს ქმედება. არსებული ცნობებით, მოსალოდნელია, რომ შეზღუდვები ან აკრძალვები ამერიკის შტატების ნახევარში დაწესდება და შეეხება რეპროდუქციული ასაკის დაახლოებით 36 მილიონ ქალს.

„ბიბისის“ ინფორმაციით, მაგალითად მისურის შტატის გენერალურმა პროკურორმა ერკი შმიდტმა უკვე მოაწერა ხელი კანონს აბორტის აკრძალვის თაობაზე. იმ შტატებში, რომლებშიც „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლები არიან ხელისუფლებაში, აქტიურად ახორციელებენ კანონპროექტებს, რომლებიც აბორტის ხელმისაწვდომობას ზღუდავს, ხოლო „დემოკრატები“ ტრადიციულად ეწინააღმდეგებიან მსგავს შეზღუდვებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა