ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

კახა კუჭავა ევროპარლამენტის პრეზიდენტს შეხვდა

ნახვები: 1081 კახა კუჭავა ევროპარლამენტის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ევროპარლამენტის პრეზიდენტს, დავიდ მარია სასოლის შეხვდა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იმ გეგმაზე, რომელიც ევროკავშირის წევრობაზე 2024 წლის განაცხადის მომზადებას გულისხმობს. ევროპარლამენტის პრეზიდენტის განცხადებით, იგი მზად არის, საქართველოს არჩევნების ჩატარებიდან მოკლე დროში ეწვიოს. დავიდ მარია სასოლიმ კახა კუჭავას საქართველოს დასავლური ინტეგრაციისადმი მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა.

„გზავნილი ერთია, რომ საქართველო რაც შეიძლება მალე უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი. ამის ძალიან დიდი იმედია და ყველანაირი წინაპირობა. არის უკვე ნიშნები, რომ ამ პარლამენტმა შეძლოს დამტკიცება, რომ ჩვენ ნამდვილად ვართ ევროპული ტიპის საპარლამენტო რესპუბლიკა და ვიმსახურებთ ევროკავშირში წევრობას", - განაცხადა კახა კუჭავამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა