ევროკავშირი: ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს იურიდიული ძალა არ აქვს — რუსეთის ქმედებები უკანონო ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯებია
გიორგი ჩახუნაშვილი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა — „დღეს გათავისუფლებას ნამდვილად არ ველოდებოდი“
საგარეო უწყება: ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები უკანონოა და ვერ წარმოშობს საერთაშორისო-სამართლებრივ შედეგს
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის SOC ჯგუფი: რუსეთმა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ანექსიისკენ მიმართული ძალისხმევა გააძლიერა
კობახიძე: სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო წლის ბოლომდე დაიხურება — „ენჯეო“ ხელოვნურად მოგონილი ფენომენია
კობახიძე „ნამახვანჰესზე“: იყო პირდაპირი საბოტაჟი — შესაძლოა, იმპორტიორ კომპანიებსაც ჰქონოდათ პროტესტის დაფინანსების ინტერესი
კობახიძე ლილუაშვილზე: ილაპარაკოს, რაც უნდა — ჩვენი ხელისუფლება იმდენად სუფთად მუშაობს, ასეთ საუბრებს შედეგი არ აქვს
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი: რუსეთის დაზვერვის ქსელი აშშ-ში ცნობილი რუსი დისიდენტის მკვლელობას გეგმავდა

შარლ მიშელი - მოდით, შევუწყვიტოთ ჟანგბადის მიწოდება რუსეთის ომის მანქანას

ნახვები: 750 შარლ მიშელი - მოდით, შევუწყვიტოთ ჟანგბადის მიწოდება რუსეთის ომის მანქანას

მოდით, შევუწვიტოთ ჟანგბადის მიწოდება რუსეთის ომის მანქანას, – ამის შესახებ განცხადება ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა გერმანიაში „დიდი შვიდეულის“ სამიტის დაწყების წინ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მისივე თქმით, რუსეთის ომმა უკრაინაში მთელი მსოფლიო საფრთხის წინაშე დააყენა.

ამასთან, მიშელი აცხადებს, რომ „დიდი შვიდეული“ და ევროკავშირი ერთიანია და მათი მხარდაჭერა უკრაინისადმი ურყევია.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროკავშირი განაგრძობს კიევის ფინანსურ, ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას და დაეხმარება უკრაინას ქვეყნის აღდგენაში. მან ასევე ისაუბრა უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე.

„ომი უკრაინაში ევროკავშირსაც გარდაქმნის. სულ რამდენიმე დღის წინ ჩვენ უკანასკნელ სამიტზე ჩვენ შევთანხმდით, რომ უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მივანიჭებთ და ასევე მზად ვართ, მივანიჭოთ კანდიდატის სტატუსი ბოსნიას და საქართველოს, როგორც კი რეფორმები შესრულდება. ეს არის ისტორიული მომენტი უკრაინისთვის და ევროპის მომავლისთვის. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებთან ჩვენ ერთიან მიზნებს ვიზიარებთ, რომ შევუწყვიტოთ ჟანგბადის მიწოდება რუსეთის ომის მანქანას, და ასევე ვიზრუნოთ ჩვენი და ჩვენი პარტნიორების ეკონომიკაზე. ევროკავშირი უკრაინელი ხალხის გვერდით იდგება ხანგრძლივად, რომ დაიცვას უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა და დავიცვათ ჩვენი დემოკრატიული ღირებულებები“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა