ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ტექნიკური მთავრობის საკითხი არაკონსტიტუციურია, მთავრობის სახელებიც კი, მიტინგის წამყვანების აზრითა და ხალხის რაოდენობით იცვლება, ხან ერთობისაა, ხან დროებითია-ირაკლი ქადაგიშვილი

ნახვები: 493 ტექნიკური მთავრობის საკითხი არაკონსტიტუციურია, მთავრობის სახელებიც კი, მიტინგის წამყვანების აზრითა და ხალხის რაოდენობით იცვლება, ხან ერთობისაა, ხან დროებითია-ირაკლი ქადაგიშვილი

ტექნიკური მთავრობის საკითხი აბსოლუტურად არაკონსტიტუციურია და მთავრობის სახელებიც კი, მიტინგის წამყვანების აზრითა და ხალხის რაოდენობით იცვლება – ხან ტექნიკურია, ხან ერთობისაა, ხან დროებითია, ხან გარდამავალია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, ყველაფერი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ეს არის არასერიოზული დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ. რეალურად კი, ეს არის რადიკალური ოპოზიციის მცდელობა, ქვეყანაში რამენაირად მოახდინონ დესტაბილიზაცია და არეულობის მიღწევა.

„ეს ყველაფერი არ ჯდება კონსტიტუციური განვითარების ჭრილში და იმ დღის წესრიგში, რაც საქართველოს ევროკავშირთან აქვს ახალი პერსპექტივიდან გამომდინარე. სამუშაოს დიდი ნაწილი შესასრულებელია პარლამენტის მიერ, მთავრობის მიერ ინიცირებული სხვა საკითხები იქნება. აქედან გამომდინარე, ოპოზიციას მოვუწოდებთ, ერთადერთი მოთხოვნა მაინც შეასრულონ, პარლამენტში იმუშაონ და კონსტრუქციული იყვნენ. როცა საუბარია ოპოზიციის ჩართულობაზე, ძირითადად, ოპოზიცია დაკავებულია იმით, რომ ამ პროცესიდან რამენაირად თავი ამორთოს და გაურკვეველ ტექნიკურ და სხვა სახის მთავრობებს იგონებს, რასაც რეალურ პოლიტიკურ პროცესთან არანაირი საერთო არ აქვს. ასევე იმ დღის წესრიგში არ ჯდება, რაც ევროკავშირ-საქართველოს აქვთ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა