მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტი - ღიად ვუჭერთ მხარს ქართველების ნატო-სკენ მისწრაფებას

ნახვები: 439 ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტი - ღიად ვუჭერთ მხარს ქართველების ნატო-სკენ მისწრაფებას

ვერ ვხედავ ვერანაირ გონივრულ საფუძველს, ვერანაირ გონივრულ არგუმენტს, საქართველოსა და სხვა ქვეყნებს, რომლებსაც ნატო-ში გაწევრიანება სურთ, რატომ უნდა შეუშალონ ხელი ამის გაკეთებაში, – ამის შესახებ ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტმა, სტევო პენდაროვსკიმ ნატო-ს მადრიდის სამიტის დაწყების წინ განაცხადა.

მისივე თქმით, მტკიცედ სჯერა, რომ ათობით წლის განმავლობაში ნატო-ს საუკეთესო პოლიტიკა ღია კარის პოლიტიკაა და ეს არ უნდა შეიცვალოს.

„ჩვენ ღიად ვუჭერთ მხარს ქართველების ნატო-ში გაწევრიანების მისწრაფებას, ისევე, როგორც სხვა მოკავშირეებთან ერთად, სრულად ვუჭერთ მხარს ევროკავშირის ე.წ. აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნების წევრობის მისწრაფებებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ნატო-ს კარი ღია უნდა დარჩეს ყველასთვის, ვისაც ნატო-ში გაწევრიანება სურს. წარმოიდგინეთ, დღეს ჩვენთან ერთად არიან ქვეყნები ყველა კონტინენტიდან. ჩვენ გვყავს წარმომადგენლები ავსტრალიიდან, იაპონიიდან. ჩვენ გვყავს პარტნიორები კოლუმბიიდან, სამხრეთ კორეიდან. მე ვერ ვხედავ ვერანაირ გონივრულ საფუძველს, ვერანაირ გონივრულ არგუმენტს, საქართველოსა და სხვა ქვეყნებს, რომლებსაც ნატო-ში გაწევრიანება სურთ, რატომ უნდა შეუშალონ ხელი ამის გაკეთებაში. მსურს, ხაზი გავუსვა ამას განსაკუთრებით უკრაინისთვის. ყველა ქვეყნის სუვერენული უფლება უნდა იყოს, თავად აირჩიოს საკუთარი საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოების არქიტექტურა, რომლის ნაწილად ყოფნა სურს და არა – სხვა რომელიმე ქვეყანამ. სრული სუვერენიტეტი, ეს არის გაერო-ს წევრი ყველა სუვერენული ქვეყნის ფუნდამენტური დემოკრატიული უფლება“, – განაცხადა სტევო პენდაროვსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა