მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

„საქართველო რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებას შეამცირებს“, - კელი დეგნანი

ნახვები: 427 „საქართველო რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებას შეამცირებს“, - კელი დეგნანი

„საგრანტო შეთანხმების მეშვეობით, შეიქმნება ახალი პროგრამა ენერგეტიკის უსაფრთხოების მიმართულებით, საქართველო შეძლებს ენერგორესურსების დივერსიფიკაციას და შეამცირებს რუსეთზე დამოკიდებულებას," - განაცხადა საქართველოში ამერიკის შეერთებულ შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა საქართველოსა და აშშ-ის შორის საგრანტო შეთანხმების „საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის" ხელმოწერის ცერემონიის გახსნაზე.

ელჩის თქმით, საქართველოსთვის მორიგი გრანტის გამოყოფა არის ერთობლივი ფასეულობების მხარდაჭერა, რომელიც გააძლიერებს საქართველოს მდგრადობას გარედან მომდინარე საზიანო ეფექტებისადმი.

„ძალიან მახარებს, რომ დღეს თქვენ წინაშე ვიმყოფები და ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯს აღვნიშნავთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობაში აშშ-სა და საქართველოს შორის. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დირექტორი და საქართველოს ფინანსთა მინისტრი ხელს მოაწერენ ახალ საგრანტო შეთანხმებას, რომელიც შესაძლებელს გახდის, რომ ამერიკელმა ხალხმა USAID-ის საშუალებით 330 მილიონი აშშ დოლარი გამოყოს მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს მდგრადი განვითარებისთვის. ეს არის ჩვენი ერთობლივი ფასეულობების დამამტკიცებელი მხარდაჭერა, რომელიც გააძლიერებს საქართველოს მედეგობასა და გამძლეობას გარედან მომდინარე საზიანო ეფექტებისგან, გააძლიერებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, მოიტანს ძლიერ ეკონომიკურ ზრდას და შექმნის დასაქმების შესაძლებლობას ქვეყანაში. ეს დახმარება ბევრი მიმართულებით შექმნის შესაძლებლობებს, შეიქმნება ახალი პროგრამა ენერგეტიკის უსაფრთხოების მიმართულებით, საქართველო შეძლებს ენერგორესურსების დივერსიფიკაციას და შეამცირებს რუსეთზე დამოკიდებულებას. ეს შესაძლებელს გახდის, საქართველოს მოსახლეობისთვის ხარჯების შემცირების მიმართულებით. ჩვენ ამ მიმართულებით ახალ ინიციატივებს ვამუშავებთ, რათა გაიზარდოს ეკონომიკური შესაძლებლობები და გაიზარდოს ხალხთაშორისი ურთიერთობა, ასევე ეს მოიცავს ადმინისტრაციული საზღვრის მიღმა მყოფ თემებსა და საზოგადოებას", - განაცხადა კელი დეგნანმა.

საქართველოსა და აშშ-ს შორის საგრანტო შეთანხმება დღეს, 21 მაისს, გაფორმდა, რომლის თანახმადაც, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) საქართველოს გამოუყოფს 67 მილიონ აშშ დოლარამდე ოდენობის გრანტს, 330 მილიონი აშშ დოლარამდე გაზრდის შესაძლებლობით.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა