მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

ესპანეთის პრემიერი - მადრიდის სტრატეგიულ კონცეფციაში რუსეთი მოხსენიებული იქნება, როგორც მთავარი საფრთხე მოკავშირეებისთვის

ნახვები: 435 ესპანეთის პრემიერი - მადრიდის სტრატეგიულ კონცეფციაში რუსეთი მოხსენიებული იქნება, როგორც მთავარი საფრთხე მოკავშირეებისთვის

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი აცხადებს, რომ მხოლოდ ათწლეულის განმავლობაში რუსეთი ნატო-ს სტრატეგიული პარტნიორიდან მთავარ საფრთხედ იქცა.

„სიენენის“ ცნობით, აღნიშნულის შესახებ პედრო სანჩესმა ესპანურ მედიასთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„თუ გავიხედავთ უკან 2010 წლისკენ, როდესაც ლისაბონში ნატო-ს სტრატეგიული კონცეფცია იქნა მიღებული მომავალი ათწლეულისთვის, მასში ნათქვამია, რომ რუსეთი სტრატეგიული პარტნიორია. ახლა, ამის საპირისპიროდ, მადრიდის სტრატეგიულ კონცეფციაში რუსეთი მოხსენიებული იქნება, როგორც მთავარი საფრთხე მოკავშირეებისთვის“, – განაცხადა პედრო სანჩესმა.

როგორც „სიენენი“ წერს, სამიტზე მისულმა ნატო-ს გენერალურმა მდივანმაც გაიხსენა, რომ ლისაბონის სამიტზე რუსეთი მონაწილეობდა შეხვედრებში.

„ახლა ასე არ იქნება“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. სტოლტენბერგის თქმით, ის მიიჩნევს, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერები მადრიდში შეთანხმდებიან, რომ რუსეთი პირდაპირ საფრთხეს უქმნის ნატო-ს უსაფრთხოებას და ეს ასახული იქნება ნატო-ს ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა