მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

„ქართული ოცნებიდან“ წასული სამივე ადამიანი არის ჩვენი ქვეყნის ინტერესების დამცველი, ევროპული ინტეგრაციის მხარდამჭერი-ირაკლი ზარქუა

ნახვები: 431 „ქართული ოცნებიდან“ წასული სამივე ადამიანი არის ჩვენი ქვეყნის ინტერესების დამცველი, ევროპული ინტეგრაციის მხარდამჭერი-ირაკლი ზარქუა

„ქართული ოცნებიდან“ წასული სამივე ადამიანი არის ჩვენი ქვეყნის ინტერესების დამცველი და პატრიოტი. იმის მიუხედავად, რომ მათ უმრავლესობა დატოვეს, არამც და არამც ეს არ ნიშნავს, რომ მათ ვექტორი შეიცვალეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას თქმით, სამივე მათგანი არის ევროპული ინტეგრაციის მხარდამჭერი და მათ ევროინტეგრაციისთვის ბევრი რამ გააკეთეს.

„მთელი უმრავლესობა ვცდილობდით, რომ მათ ეს გადაეფიქრებინათ – მეც, ჩემი კოლეგებიც, თუმცა მათ თქვეს, რომ როდესაც მმართველი პარტიის კონიუქტიურით შებოჭილი არ ვიქნებით, განცხადებებში მეტად თამამები ვიქნებითო. პირადად ვარ მმართველ პარტიაში, მაგრამ ეს არ მბოჭავს, როცა რაიმე მაქვს სათქმელი, გამოვდივარ და ვამბობ ხოლმე. ჩემი ქვეყანა მიყვარს, ბოლომდე დავიცავ და ის, ვინც ფასიანი ლობისტია ან „ნაციონალური მოძრაობის“ სტრატეგიული პარტნიორი და ჩემი ქვეყნის ინტერესებს ამ გადასახედიდან უყურებს, ამას მე არ დავუთმობ“, – განაცხადა ზარქუამ.

სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ ფრაქცია „ქართულ ოცნება“, პარტია და საპარლამენტო თანამდებობები დატოვეს.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა